ვნებითი კონსტრუქციების როლი მანიპულაციურ პოლიტიკურ რიტორიკაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.33.09საკვანძო სიტყვები:
პასიური ზმნის კონსტრუქციები, პოლიტიკური დისკურსი, სიძულვილის ენა, ზიზღის ენაანოტაცია
ეს ნაშრომი განიხილავს პასიური კონსტრუქციების როლს მანიპულაციურ პოლიტიკურ რიტორიკაში, რომელიც ემოციური რეაქციების გამოწვევას ისახავს მიზნად. პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ სიძულვილისა და ზიზღის ენას, რათა საზოგადოებაში პოლარიზაცია გააძლიერონ. ისინი ოპოზიციურ ძალებს საშიშ მტრად წარმოაჩენენ, ხოლო საკუთარ პოლიტიკას ეთიკურად და მორალურად აღმატებულ ჩარჩოში ათავსებენ.
ძალაუფლების წყურვილის მქონე პოლიტიკოსები ვნებით გვარს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ: ზოგჯერ უსამართლობის მიმართ ზიზღის გადმოსაცემად, ხოლო სხვა დროს-ემპათიისა და ემოციური აპელირების გზით საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად. თუმცა, ხშირად ხდება, რომ პასიური კონსტრუქციების გამოიყენება გაუგებარ და ბუნდოვან რიტორიკას ქმნის, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს და შესაძლოა, საბოლოოდ, თავად პლიტიკოსის იმიჯსაც ავნოს.
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ვნებითი გვარის ლინგვისტური გავლენა პოლიტიკურ რიტორიკაზე, კერძოდ, როგორ ახდენს ის აგენტის გადაფარვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებას. ისეთი პოლიტიკური მოღვაწეების, როგორიც არიან დონალდ რამპი, ჰილარი კლინტონი, ჯორჯ ბუში და ა.შ. რიტორიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ენობრივი საშუალება ხელს უწყობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და ემოციური ეფექტების გაძლიერებას.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ წერასა და მედიაში ვნებითი კონსტრუქციები ხშირად ნეიტრალურობისთვის გამოიყენება, ჯორჯ ორუელი [Orwell, 1946] აქტიურ გვარს უპირატესობას ანიჭებს, რათა კომუნიკაცია უფრო მკაფიო და კონკრეტული იყოს. მაშასადამე, პოლიტიკურ დისკურსში აქტიური და პასიური გვარის გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქტიური გვარი უფრო პირდაპირ და გასაგებად წარმოაჩენს პასუხისმგებლობის განაწილებას, ხოლო პასიური კონსტრუქციები, გარკვეულ კონტექსტში, პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტად გვევლინება. მედია ხშირად იყენებს პასიურ კონსტრუქციებს მოვლენების ობიექტურად გადმოსაცემად, თუმცა, პრაქტიკაში, ეს რიტორიკული სტატეგია ხშირად ემსახურება საზოგადოებრივი განწყობის ფორმირებას, აგენტის ჩასახშობად და ნარატივების მიზანმიმართული მანიპულაციისთვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Fairclough, N. (1989): Language and Power. London: Longman. 43-68
Fairclough, N. (1992): Discourse and social change. Cambridge: Polity Press.
Fowler, R., Hodge, B., Kress, G., and Trew, T. (1979): Language and Control. London: Routledge and Kegan Paul.
Givon, T. (1979): On Understanding Grammar. New York: Academic Press.
Park, M., Leahey, E., & Funk, R. J. (2023): Papers and patents are becoming less disruptive over time. Nature, 613(7942), 138-144.
Paolazzi, C. L., Grillo, N., Alexiadou, A., & Santi, A. (2019): Passives are not hard to interpret but hard to
remember: evidence from online and offline studies. Language, Cognition and Neuroscience, 34(8),
-1015.
Pho, P. D. (2008): Research article in applied linguistics and educational technology: A study of linguistic
realizations of rhetorical structure and authorial stance. Discourse Studies, 10(2), 231-250.
Mason M., 2003. "Contempt as a Moral Attitude"
Ethics , Vol. 113, No. 2 (January 2003), pp. 234-272
The University of Chicago Press. https://www.jstor.org/stable/10.1086/342860
Meluzzi, C., Pinelli, E., Valvason, E., & Zanchi, C. (2021): Responsibility attribution in gender-based domestic
violence: A study bridging corpus-assisted discourse analysis and readers’ perception. Journal of
pragmatics, 185, 73-92.
Orwell, G., (1946): Politics and the English language. Horizon, number 76 (April 1946), 252–264.
Qassim, S. (2016). The Use of Active and Passive Voice in the News Language. AL-USTATH. 1(18), 157-172.
Sigel, T., (2009), "How passive voice weakens your scholarly argument", Journal of Management Development, Vol. 28 No. 5, pp. 478-480. https://doi.org/10.1108/02621710910955994
Strawson, P. F., (1963): "Freedom and Resentment". In Unknown, Proceedings of the British Academy, Volume 48: 1962, pp. 1-25: Oxford University Press (1963) reprint
Strunk, W., Jr., & White, E. B. (2009): The elements of style (Fiftieth Anniversary Edition). Pearson Longman.
Unver,M.,(2017): “ON VOICE IN ENGLISH: AN AWARENESS RAISING ATTEMPT ON PASSIVE VOICE“ Electronic Journal of Foreign Language Teaching 2(3) (ISSN 2537-1754) Vol.2No 3, pp 17-28
Van Dijk, (2002): Political discourse and political cognition DOI:10.1075/dapsac.4.11dij Politics as Text and Talk (pp.203-237)
Wankhade, M., Rao, A. C. S., & Kulkarni, C. (2022): A survey on sentiment analysis methods, applications, and
challenges. Artificial Intelligence Review, 55(7), 5731-5780.
დონალდ ტრამპის მიმართვა. მილუოკიში გამართული რესპუბლიკური ეროვნული კონვენციის მეოთხე დღეს სცენაზე წარმოთქმული სიტყვა. 19 ივლისი, 2024. მოძიებულია 17.02.2025
ელრესურსი.https://www.npr.org/2024/07/19/g-s1-12143/trump-assassination-attempt-speech-rnc
https://www.politico.com/news/2024/07/19/trump-speech-shooting-transcript-00169706
გაზეთ „რუთის“ (The Root) ინტერნეტ-პორტალი. ახალი ამბები. 2 თებერვალი, 2025 მოძიებულია 25.02.2025 ელრესურსი. https://www.theroot.com/15-of-the-craziest-moments-in-2025-1851750421
სალომე ზურაბიშვილი სიტყვა ევროპარლამეტში 18.12 .2024




