ალუზია როგორც ინტერტექსტუალობის სტრატეგია პოლიტიკურ დისკურსში

ალუზია როგორც ინტერტექსტუალობის სტრატეგია პოლიტიკურ დისკურსში

ავტორები

  • ნინო თავიდაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.05

საკვანძო სიტყვები:

ალუზია, ინტერტექსტუალურობის ერთ-ერთი სტრატეგია, პოლიტიკური დისკურსი

ანოტაცია

ალუზია, როგორც ინტერტექსტუალურობის ერთ-ერთი სტრატეგია, წარმოადგენს პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებულ ინსტრუმენტს, რომელიც აძლიერებს ზეპირი, თუ წერილობითი ტექსტების დამაჯერებლობას. ისტორიულ მოვლენებზე, ფიგურებზე, მითებზე, ან ცნობილ კულტურულ სიმბოლოებზე მითითებით პოლიტიკური აქტორები ამყარებენ კავშირს თავიანთ აუდიტორიასთან და ეყრდნობიან საერთო ცოდნასა და ღირებულებებს თავიანთი არგუმენტების გასაძლიერებლად. ალუზია საშუალებას აძლევს პოლიტიკოსს ლაკონურად და ხშირად ემოციურად რეზონანსული გზით განიხილოს კომპლექსური იდეები და კონცენტრირება მოახდინოს კოლექტიურ მეხსიერებაზე. წინამდებარე ნაშრომის მიზანია განსაზღვროს ალუზიის როლი პოლიტიკურ დისკურსში და გააანალიზოს მისი ფუნქციები, ტიპები და გავლენა საზოგადოების აღქმასა და პოლიტიკურ ეფექტურობაზე.

 პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებული ალუზიის ფუნქციები მრავალფეროვანია: სანდოობისა და ავტორიტეტის გაძლიერება და განმტკიცება,  ემოციური რეზონანსის უზრუნველყოფა, კომპლექსური იდეების კონდენსირება, ოპონენტის კრიტიკა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებული ალუზიის ტიპებიდან გამოირჩევა ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და კულტურული ალუზიები. ისტორიული ალუზიის გამოყენების დროს ადრესანტი წარსულის მოვლენებზე მიანიშნებს და პარალელებს ავლებს თანამედროვეობასთან. რელიგიური ალუზია განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ საზოგადოებებში, სადაც რელიგიას სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ლიტერატურული ალუზიით პოლიტიკოსები მიანიშნებენ ცნობილ ავტორებზე, ან ნაწარმოებებზე - ასეთი მინიშნებები განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ისინი ეხება თანამედროვე პოლიტიკურ პრობლემებთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემებს. დაბოლოს, კულტურული ალუზია პოპულარულ კულტურასა და ეროვნულ იდენტობასთან არის დაკავშირებული.

ამრიგად, პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებული ალუზია წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს არგუმენტირებისთვის, საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებისთვის, კომპლექსური საკითხების გამარტივებისა და კოლექტიური მოქმედების მობილიზებისთვის. როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთ ცენტრალური მახასიათებელი, ალუზია მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ასპექტებს, რომლითაც ენა და კულტურა ერთმანეთშია გადაჯაჭვული პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებისთვის. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Devitt A. J., Intertextuality in tax accounting: Generic, referential, and functional. In Textual dynamics of the professions: Historical and contemporary studies of writing in professional communities, C. Bazerman and J. G. Paradis, Eds. University of Wisconsin Press, Madison, WI. pp. 336—357, 1991.

Dontcheva-Navratilova O., Coherence and persuasion in political speeches: Ideological coherence in coherent discourse. Brno: Masaryk University, 2017.

Kristeva J., Desire in Language: A Semiotic Approach to Literature and Art. Columbia University Press, 1980.

The American Presidency Project (e.resource). Access regime: https://www.presidency.ucsb.edu/documents. Last date of access: 01.05.2025.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...