მიმართვის ფორმათა კლასიფიკაცია მეგრულსა და ლაზურში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.33.04საკვანძო სიტყვები:
ქართველური ენები, მიმართვის ფორმები, ბრაუნის კლასიფიკაციაანოტაცია
წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია ჩვენი კვლევის პირველადი შედეგები, რაც გულისხმობს მიმართვის ფორმათა აღწერასა და კლასიფიცირებას, შეთანადებას ფრიდერიკე ბრაუნის საკლასიფიკაციო ჩარჩოსთან, მაგრამ ამავე დროს ნაჩვენებია, თუ რა სახის მოდიფიცირება მოითხოვა აღნიშნულმა მოდელმა მეგრული და ლაზური ენების მასალის დამუშავებისას. კვლევა ემყარება ველზე მოპოვებულ ემპირიულ მასალას.
მეგრულსა და ლაზურში მიმართვა გამოხატულია სახელებით, ნაცვალსახელებითა და ზმნებით, ან მათი შემცველი ფრაზებით, რაც ეთანადება ფრიდერიკე ბრაუნის იმ ზოგად საკლასიფიკაციო ჩარჩოს, რომელსაც საფუძვლად უდევს მეტყველების ნაწილების მიხედვით დაყოფა. უფრო მსხვილი საკლასიფიკაციო ნიშანი კი არის სინტაქსურ კონსტრუქციაში მიმართვის ფორმათა დამოკიდებულება / დამოუკიდებლობა, რის მიხედვითაც განირჩევა მიმართვის ბმული და თავისუფალი ფორმები, რომელთა ანალიზიც ასევე ღირებული ჩანს საანალიზო ენებისათვის.
მეგრულისა და ლაზურის მიმართვის ფორმათა სპეციფიკურობა ეხება არა იმდენად კლასიფიკაციას, არამედ შიდასაკლასიფიკაციო თავისებურებებს, კერძოდ, როგორიცაა მისამართი პირის სახელის შეცვლა, მიმართვის ინვერსია, ნაცვალსახელური და ზმნური ფორმებით თავაზიანობის გამოხატვის სპეციფიკა და ა.შ. რომლებიც სხვადასხვა სოციოლინგვისტური და სოციოკულტურული სტრატეგიებით ჩანს განპირობებული.
ჩვენი კვლევის მიხედვით, მეგრულისა და ლაზურის მიმართვის სისტემის აღწერისა და სისტემატიზაციისთვის შეიძლება საკმარისია ფრ. ბრაუნის საკლასიფიკაციო ჩარჩო, თუმცა ამ ჩარჩოს მიღმა გასაანალიზებელია მიმართვის დროს გამოყენებული შორისდებულები და საკომუნიკაციო ველის ნაწილაკები: სხვათა სიტყვისა თუ ჩაკითხვის ნაწილაკები, რომლებიც დეიქტურია და მისამართად ყოველთვის გულისხმობს მეორე პირს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აფრიდონიძე, შ., – მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა. 2023.
კიკვიძე, ზ., – სოციოლინგვისტიკური ნარკვევები. თბილისი: თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. 2015.
მაკალათია, ს., - ხევსურეთი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. ტფილისი. 1935
ფაჩულია, ლ., – მიმართვის სახელურ ფორმათა ჯგუფები მეგრულში ფ. ბრაუნის კლასიფიკაციის მიხედვით. თბილისი: კავკასიოლოგიური ძიებანი. 2012. გვ., 109-112.
ხუფენია, თ., – განკერძოებული სიტყვებიდა გამოთქმები მეგრულში. თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 1997.
ჯანჯღავა, ც., – მიმართვის ფორმისათვის მეგრულში. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XI, მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. 2020. გვ. 63.
ჯანჯღავა, ც., – სახელური მიმართვა მეგრულ-ლაზურში. თბილისი: კავკასიოლოგიური ძიებანი 2009. გვ., 250-252.
Braun, F., – Terms of address: Problems of patterns and usage in various languages and cultures. Berlin: De Gruyter. 1988.
Kikvidze, Z., & Tchantouria, R. (2003). Joint parameterization of honorifics and terms of address in Kartvelian languages. In D. De Jongh, H. Zeevat, & M. Nilsenová (Eds.), Proceedings of the 3rd and 4th International Symposium on Language, Logic and Computation (pp. 53-57). Amsterdam: ILLC Scientific Publications.
Schubert, K. , – Mingrelisches Anredeverhalten. Linguistica, Commentationes Analyticae et Criticae. Tübingen: Gunter Narr Verlag. 1984. (pp. 115–151)




