ლექსიკურ-სემანტიკურ ველთა ვარიაციულობა ფრანგული ენის ტერიტორიულ ვარიანტებში

ლექსიკურ-სემანტიკურ ველთა ვარიაციულობა ფრანგული ენის ტერიტორიულ ვარიანტებში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მარიამ ბურჩაკ-აბრამოვიჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.01

საკვანძო სიტყვები:

ლექსიკურ - სემანტიკური ველი, ფრანგული ენის ტერიტორიული ვარიანტები, სიტყვის შიდა ფორმა, დენოტატი, სიგნიფიკატი, დენოტატიური დივერგენტები, სიგნიფიკატიური დივერგენტები, დენოტატიურ - სიგნიფიკატიური დივერგენტები

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია “განათლების” ლექსიკურ - სემანტიკურ ველთა ონომო - სემასიოლოგიური ანალიზის რეზულტატები ფრანგული ენის ოთხ ვარიანტში (საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიისა და კანადის). კვლევის შედეგად, გამოვლინდა მსგავსებანი და განსხვავებანი დენოტატიურ და სიგნიფიკატიურ დონეებზე, რის შედეგადაც  გამოიყო დენოტატიური, სიგნიფიკატიური და დენოტატიურ - სიგნიფიკატიური დივერგენტები. დენოტატიურ - სიგნიფიკატიურთა გადახლართვის არსებობა საფუძველს იძლევა, რომ ვილაპარაკოთ ლექსიკურ - სემანტიკურ ველთა  ვარიაციულობაზე.

მნიშვნელობათა რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, საერთოფრანგული სიტყვის სემანტიკურ სტრუქტურაში და დენოტატურ - სემანტიკურ დივერგენტთა წარმოქმნაში იზრდება ლექსიკურ - სემანტიკური ველის «განათლება»-ს ვარიაციულობა ფრანგული ენის ტერიტორიალურ ვარიანტებში.

ფრანგული ენის ტერიტორიულ ვარიანტთა (საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიისა და კვებეკის) ლექსიკო-სემანტიკურ სისტემაში შეიქმნა სპეციფიკურ დენოტატურ, სიგნიფიკატურ და დენოტატურ-სიგნიფიკატურ ელემენტთა მდიდარი ფენა. სემანტიკურ დივერგენტთა სფეროს განეკუთვნებიან ლექსემები, რომლებიც ერთნაირად არიან ცნობილნი სხვადასხვა ტერიტორიაზე, მაგრამ გააჩნიათ განსხვავება სიტყვის მნიშვნელობის დენოტატიურ ან სიგნიფიკატიურ ნაწილში. გარდა ამისა, მსგავსი გადახრები  შესაძლებელია შეეხოს ფუნქციონალურ - სემანტიკურ კატეგორიებსაც, რომლებიც აღინიშნება სიტყვის მნიშვნელობაში. შესაბამისი გადახრების შედეგად, შეიძლება გამოიყოს დენოტატიური, სიგნიფიკატიური და ფუნქციონალურ - სემანტიკური დივერგენტები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Huchon Mireille, Histoire de la langue française, Paris, 2002

Tritter, Jean-Louis, Histoire de la langue française, Paris, 1999

ValdmanA, Albert, Le français hors de France, Paris, Champion, 1978

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...