„მაშინ მე, უნამუსო, ასეთს რას ვაშავებდი?“ – რატომ და როგორ უნდა ვასწავლოთ სტუდენტ ჟურნალისტებს ანა პოლიტკოვსკაიას შემოქმედება
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.28საკვანძო სიტყვები:
პოლიტკოვსკაია, ჟურნალისტიკა, ავტორიტარიზმი, პროფესიული სოლიდარობა, სასწავლო გეგმა, ვერბალური და არავერბალური კოდებიანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენ-ტებისთვის ანა პოლიტკოვსკაიას მემკვიდრეობის საკითხების სწავლება. ანალიზისას ავტორები ეყრდნობიან სამი ტიპის წყაროს: (1) საკუთრივ პოლიტკოვსკაიას მიერ შექმნილ ტექსტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში რუსულ და ინგლისურ ენებზე; (2) პუბლიცისტურ და აკადემიურ ნაშრომებს პოლიტკოვსკაიას ფიგურისა და საქმიანობის შესახებ; (3) საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული მედიასკოლების სასწავლო გეგმებს. ეს წყაროები ავტორების მიერ სხვადასხვა მეთოდებით შეისწავლება და ანალიზდება, თუმცა, ამ განსხვავებულობის მიუხედავად, ძირითად მიგნებებს წყაროს თითოეული ტიპის მიხედვით მივყავართ სწავლების პარადიგმის იმ ასპექტებთან თუ მეთოდურ კვანძებთან, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება პოლიტკოვსკაიას პიროვნებისა და შემოქმედების შესწავლა. ნაწილი ამ მიგნებებისა პასუხობს შეკითხვას: რატომ უნდა ვასწავლოთ პოლიტკოვსკაიას მემკვიდრეობა, ხოლო მეორე ნაწილი პასუხობს შეკითხვას: როგორ უნდა ვასწავლოთ? კურიკულუმის რომელ სასწავლო კურსებში იქნება მართებუ-ლი ანა პოლიტკოვსკაიას მიერ თუ მის შესახებ შექმნილი ტექსტების სწავლება. სტატია ასკვნის, რომ ნაერთი სახით ეს ასპექტები შემდეგია: (1) პოლიტიკური ძალაუფლებისა და სიტყვის ძალაუფლების შეპირისპირება ავტორიტარული რეჟიმის პირობებში; (2) პროფესიული სოლიდარულობა თუ მისი დეფიციტი; (3) ჟურნალისტის პიროვნება და პროფესიული როლური მოდელი; (4) „მშვიდობიანი ადამიანის“ თვალით დანახული სამხედრო/საომარი ჟურნალისტიკა; (5) პოლიტკოვსკაიას მიერ შექმნილი მნიშვნელობითი კოდები (ვერბალურიც და არავერბალურიც) მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთმიმართების გადმოსაცემად ამბის თხრობაში.
პოლიტკოვსკაიას რეპორტაჟები ჩეჩნეთიდან საერთო სახელწოდებით „მეორე ჩეჩნუ-რი“, ასევე რჩეული რეპორტაჟები, რომლებიც ინგლისურ თარგმანში დაცულია გამომცე-მლობა SAGE-ის ბაზაში, სპეციალურ დირექტორიაში Index on Censorship 2.0., იძლევა შესაძლებლობას, სტუდენტს კმარი ცოდნა შეექმნას ზემოხსენებული ხუთივე ასპექტით.
ანა პოლიტკოვსკაიას შემოქმედება დღეს უფრო მეტად აქტუალური ხდება რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე: სიტყვის თავისუფლების უდაბლესი სტანდარტი რუსეთში, უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქების გამო ემიგრაციაში გადახვეწილი მედია-ორგანიზაციები, დევნილი დამოუკიდებელი ჟურნალისტები, თავად პოლიტკოვსკაიას სახელისა და მემკვიდრეობის გაქრობა რუსეთის მედიასივრციდან.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Burgoon, J.K., Manusov,V., Guerrero,L.K. (2022). Nonverbal Communication. Routledge
Deuze, M. (2005). What Is Journalism? Professional Identity and Ideology of Journalists Reconsidered, Journalism 6 (4), 442-464, SAGE Journals
Fiske, J. (2010). Introducion to Communication Theory. 3rd ed. Routledge
Hanitzsch, T., & Vos, T. P. (2018). Journalism beyond democracy: A new look into journalistic roles in political and everyday life. Journalism, 19(2), 146-164. https://doi.org/10.1177/1464884916673386
Littlejohn, S.W. & Foss, K.A. (2011). Theories of Human Communication. Publisher: Waveland.
Livingstone , S., Lievrouw, L. (2006). The Handbook of New Media: Social Shaping and Social Consequences of ICTs. SAGE Publications.
Moles A. A. (1967). Sociodynalique de la culture. Mouton Paris, La Haye.
Politkovskaya, A. (2002). Standing Alone, Anatomy of Terror: Chechnya, 30 Index on Censorship, 1, ioc.sagepub.com
Шор-Чудновская, А. (2010) Репортажи о запредельном Зле. Вопрос стиля.
https://polit.ru/article/2010/10/07/anna_politkovskaya/
На девятый день, газета "Дело", 16.10.2006.
Передача „Анна Политковская – вслух“; ведущая – Елена Рыковцева, Радио Свобода, 20.03.2007; http://www.svobodanews.ru/content/transcript/383794.html.
Политковская Анна, Вторая Чеченская, Москва, изд-во ЗАХАРОВ, 2002. Интернет- версия - http://tapirr.narod.ru/polit/politkovskaya/2_chechenskaya1.htm.
Специльный выпуск "Новой газеты", посвящённый памяти Анны Политковской, 26.10.2006, стр. 5.
https://novayagazeta.ru/articles/2006/09/11/27955-kadyrovtsev-budut-bit
https://novayagazeta.ru/articles/2006/09/28/27767-karatelnyy-sgovor
https://novayagazeta.ru/articles/2006/08/31/28090-sledovatel-kotoromu-ne-siditsya-na-pavodke
https://novayagazeta.ru/articles/2006/10/09/27670-bolnaya-sobaka-v-bolshom-gorode
https://biography.wikireading.ru/187051
https://rus.ozodi.org/a/politkovskaya_day_of_death_of_journalist_/24355030.html
https://novayagazeta.ru/articles/2020/10/07/87410-tak-chto-zhe-ya-podlaya-takogo-delala