ქართულ-თურქული ეთნოკულტურული ურთიერთობანი (იანეთის მკვიდრ რეპატრიანტთა საოჯახო ურთიერთობების ამსახველი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

ქართულ-თურქული ეთნოკულტურული ურთიერთობანი (იანეთის მკვიდრ რეპატრიანტთა საოჯახო ურთიერთობების ამსახველი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

ავტორები

  • რამაზ ხაჭაპურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.32.17

საკვანძო სიტყვები:

იანეთელი რეპატრიანტები, ტრადიცია, საოჯახო ურთიერთობები, სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებული, ქართული ყოფა, იანეთის მკვიდრ მესხთა წეს-ტრადიცია, გამაჰმადიანებულ ქართველთა ოჯახები

ანოტაცია

იანეთის მკვიდრ რეპატრიანტ მესხთა საოჯახო ყოფის შესწავლის დროს ირკვევა: მშობლებისა და შვილებისაგან შედგენილი „სახლობის” ყოფის თავისებურებები, მახასიათებლები; ვინაა „კომლის თავი”; ოჯახის წევრთა ურთიერთობების შესახებ; ოჯახში უფროსი და უმცროსი ძმების და გასათხოვარი, თუ გაუთხოვრად დარჩენილი დის უფლება-მოვალეობანი, ქონებრივ-უფლებრივი მომენტები; ივანე ჯავახიშვილის მიერ დადგენილი საოჯახო ქონების სამი სახეობის: „მამული (ოჯახის სამემკვიდრეო ქონება)”, “დედული” (ქალის მიერ მოტანილი მზითევი) და „მონაგების” (ოჯახში საერთო შრომით შექმნილი ქონება) არსებობის შესახებ; ირკვევა, რომ კომლი „შეიძლებოდა ყოფილიყო შემდგარი რამოდენიმე ოჯახისაგან. ანუ კომლი იყო, როგორც გაყოფილი, ისე გაუყოფელი”.

იანეთის მკვიდრ რეპატრიანტ მესხთა ოჯახში აისახება ქართველთა პოლიტიკური ცხოვრების საფუძველზე მომხდარი სოციალური, ეკონომიკური და უფლებრივ-ზნეობრივი ცვლილებები. დგინდება, რომ საქართველოს ისტორიულ თემ სამცხე-ჯავახეთში ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ყოფნამ და შემდეგ აქაურ მკვიდრთა გადასახლებამ დიდი გავლენა მოახდინა საოჯახო ყოფაზე, მაგრამ მთლიანად ვერ შეცვალა ქართული ცხოვრების წესით შეპირობებული ტრადიციული საოჯახო ურთიერთობები. შენარჩუნებულია ტრადიციულ, მშობლებისა და შვილებისაგან შემდგარ ოჯახში  „ძველისადმი, როგორც ოჯახის უფროსისადმი პატივისცემა”. იანეთში დამკვიდრებულ სამცხე-ჯავახეთის ძირძველ მკვიდრ, იძულებით გამაჰმადიანებულ ქართველთა საოჯახო ყოფაში გვხვდება „თავი-ს”, ანუ მამის საერთოქართველური ყოფისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტი; დადგენილი ნორმის თანახმად უფროსი კაცის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილს ძირითადად უფროსი ვაჟიშვილი იჭერდა: „უფროსი, პიროვნული თვისებებით გამორჩეული: ჭკვიანი, უნარიანი, წინდახედული, უცხოსთან ურთიერთობის შემძლე, მეზობლის ამტანი, ობიექტური, ისეთი პიროვნება უნდა ყოფილიყო, ვინც დააკმაყოფილებდა ოჯახის უფროსისადმი წაყენებულ მოთხოვნებს”.

ადამიანის მოდგმა-წარმომავლობის მნიშვნელობით გამოიყენება „მამული”.

საინტერესოა, რომ გამაჰმადიანების და გადასახლების მიუხედავად, ნათესაური გაერთიანების ძირითადი ერთეული არის გვარი. ნათესავი არის ძმა, შვილი, მამიდაშვილი. ძმების და ბიძაშვილებისაგან შემდგარ გაერთიანებას იანეთელ მესხებში საბიძაშვილო ჰქვია. ბიძის ცოლს ბიცოლა ჰქვია. ქალის გათხოვების, ან ვაჟის დაქორწინების შემდეგ შეძენილ ნათესავს ქართულად მოყვრის სახელით იხსენიებენ; დედას მიმართავენ უზბეკური ტერმინით -ათა; დედის დას -ხალა ჰქვია; დეიდაშვილს -ხალადაზი; ბიძას ჰქვია -ემი. მის შვილს, ბიძაშვილს კი -ემუმოღლი. ბიძაშვილის შვილს -ემითორუბი; -ბიბი მამის დაა. 

ეთნოგრაფიული მასალის კვლევით დასტურდება: ა. იანეთის ამჟამინდელ მკვიდრ მესხებს საკუთარ კუთხურ-ეთნოგრაფიულ და საერთოქართველურ ეროვნულ კულტურულ მახასითებლებთან ერთად იძულებითი გამაჰმადიანების და შემდეგ გადასხლების საფუძველზე დაუგროვდათ  და აქვთ საოჯახო ურთიერთობების დიდი და „ნაზავი” გამოცდილება; ბ. რეპატრიანტები საკუთარი ქართველობის ერთგულებად თვლიან იმას, თუ რამდენად კარგად ინახავენ საკუთარი წინაპრის ქართულ ტრადიციებს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თ. აჩუგბა, ტრადიციული აჭარული ოჯახისა და საოჯახო ყოფის ეთნოგრაფიული შესწავლის ძირითადი შედეგები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, 1987

აჭარული დარგობრივი ლექსიკა, 1990

აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, 1990

თურქულ-ქართული ლექსიკონი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, საქართველო-თურქეთის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობის საზოგადოება, სტამბოლი, 2011

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-21

როგორ უნდა ციტირება

ხაჭაპურიძე რ. (2024). ქართულ-თურქული ეთნოკულტურული ურთიერთობანი (იანეთის მკვიდრ რეპატრიანტთა საოჯახო ურთიერთობების ამსახველი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). ენა და კულტურა, (32), 188–193. https://doi.org/10.52340/lac.2024.32.17

გამოცემა

სექცია

ეთნოგრაფია
Loading...