წინადადების წევრთა იდენტიფიკაციის სირთულეები სწავლების პროცესში

წინადადების წევრთა იდენტიფიკაციის სირთულეები სწავლების პროცესში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.32.24

საკვანძო სიტყვები:

წინადადების წევრები იდენტიფიკაცია, სწავლების სირთულეები

ანოტაცია

წინადადებაში შემავალი სიტყვების სინტაქსური კვალიფიკაციის საკითხი ქართული ენის სინტაქსის სწავლების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სირთულეები ვლინდება როგორც წინადადების მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი წევრების იდენტიფიცირებისას. ცალკეული პრობლემები სხვადასხვა კონკრეტული მიზეზებითაა განპირობებული, თუმცა ზოგად საფუძვლად ქართული ენის სტრუქტურული სირთულე და საიდენტიფიკაციო ნიშნების მრავალფეროვნება გვევლინება. სამიზნე სიტყვის ფუნქციის იდენტიფიცირებისათვის შემსწავლელს უწევს ერთდროულად გაითვალისწინოს როგორც მორფო–სინტაქსური, ისე სემანტიკური მახასიათებლები, რომლებიც რიგ შემთხვევებში არათვალსაჩინოა, რიგ შემთხვევებში კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება კიდეც. 

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ წინადადების მთავარი წევრების (ქვემდებარისა და პირმიმართი დამატებების) იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სირთულეს, რომლებიც სწავლების პროცესის განუყრელ ნაწილს შეადგენს. მოცემული სირთულეების გამომწვევ მიზეზად რიგ შემთხვევებში გვევლინება ცნებების დეფინიციის არსებული პრაქტიკა. დეფინიციის დროს ხშირ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია სემანტიკურ მახასიათებლებზე და ჩრდილშია მოქცეული მორფო–სინტაქსური ასპექტები. მართალია, როგორც წესი, გრამატიკული მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არის მოწოდებული, მაგრამ სემანტიკასა და ფორმას შორის მიმართება ხშირად არაერთგვაროვანია. ეს კი ართულებს სემანტიკური და გრამატიკული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას წინადადების ანალიზის პროცესში.

სწავლების დროს მნიშვნელოვანია დავანახოთ მოსწავლეებს მოვლენათა შორის კავშირი, გამოვუმუშავოთ მათ როგორც სემანტიკური, ისე მორფო–სინტაქსური ინსტრუმენტების გამოყენებით სიტუაციის ანალიზისა და მართებული დასკვნების გაკეთების უნარი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაბუნია, კ., – მარტივი წინადადების ანალიზის პრინციპები თანამედროვე ქართულში. თბილისი: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი. 2016

გეგუჩაძე, ლ., – ქართული ენა (სინტაქსის საკითხები). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2010.

დავითიანი, ა., – ქართული ენის სინტაქსი. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“. 1973.

კვაჭაძე, ლ., – თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“. 1977.

ფეიქრიშვილი, ჟ., – ქართული ენის სინტაქსი. ქუთაისი: გ. ტაბიძის სახელობის სააქციო საზოგადოება „სტამბის“ საგამომცემლო ცენტრი. 1996.

ჩიქობავა, ა., – მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში. თბილისი: 1968

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-21

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...