ტოტალიტარული რეჟიმის გავლენა საზოგადოებაზე (ენტონი ბერჯესის რომან „მექანიკური ფორთოხლის“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.16საკვანძო სიტყვები:
ენტონი ბერჯესი, „მექანიკური ფორთოხალი“, ტოტალიტა-რული რეჟიმიანოტაცია
XX საუკუნის II ნახევარში საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა მწერალთა მიერ ჭეშმარიტების წინა პლანზე წამოწევა და მისი შეულამაზებლად გადმოცემა. მწერლები სოციალური სინამდვილის, გასაჭირის, ძალადობის, მოსალოდნელი დესტრუქციის და მსოფლიოში არსებული ქაოსის შესახებ გვაფრთხილებდნენ. მთავარი კითხვა კი საერთო იყო - რა მოუვა სამყაროს თუ ადამიანები არ გამოფხიზლდებიან? ენტონი ბერჯესი ამ კითხვაზე რომან ,,მექანიკური ფორთოხლის" საშუალებით გვპასუხობს. ისინი დაკარგავენ თავისუფლებას, ინდივიდუალიზმს და ისეთივე მექანიკურ არსებებად გადაიქცევიან როგორც ნაწარმოების მთავარი გმირი - ალექსი. სწორედ ესაა ტოტალიტარული სახელმწიფოს სურვილი, ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და ნებისმიერი საშუალებით მიაღწიოს სასურველ შედეგს..
აქედან გამომდინარე ,,მექანიკური ფორთოხლის" მთავარ თემას: ძალადობრივი მეთოდების საშუალებით ადამიანების გონების გარდაქმნა, მართვა და ჩაგვრა წარმოადგენს. საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა კარგი, რასაც ტოტალიტარული სახელმწიფო გადაწყვეტს. რაც დრო გადის, ადამიანზე ტოტალური კონტროლის მასშტაბები იზრდება, ისინი კარგავენ არჩევანის თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს. საბოლოოდ კი ემორჩილებიან იმ წესებს, რომლებიც დამღუპველ შედეგამდე მიიყვანს კაცობრიობას. ხოლო ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად გვაფრთხილებდნენ დისტოპიური ჟანრის მწერლები და თავიანთ ნაწარმოებებში ნათლად წარმოაჩენდნენ მთავარ სათქმელს - დროა საზოგადოების გამოფხიზლების.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერჯესი ე. მექანიკური ფორთოხალი, თბილისი: პალიტრა L, 2011.
Burgess, A. (2011). A Clockwork Orange Resucked (UK version)
Burgess, A. (2011). A Clockwork Orange Resucked, Glossary of Nadsat Language (UK version)
King Alex. 2016. The Teddy Boys: Britain’s original teenage rebels. https://www.huckmag.com/art-and-culture/photography-2/teddy-boys-britains-original-teenage-subculture/