საქართველო და კავკასია ევროპულ ლიტერატურულ წყაროებში

საქართველო და კავკასია ევროპულ ლიტერატურულ წყაროებში

ავტორები

  • ეკა ვარდოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.32.15

საკვანძო სიტყვები:

საქართველო,, კავკასია, ევროპული ლიტერატურული წყაროები

ანოტაცია

     XVII- XIX  ევროპელი ავტორები თავიანთ თხზულებებში ხშირად გვესაუბრებიან საქართველოსა და  კავკასიის შესახებ.

     ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის თხზუ­ლება „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს XVII საუკუნის საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თხზულებაში იგი გვესაუბრება საქართველოს კულ­ტუ­რის, ისტორიის, სოციალურ-პოლიტიკური ვითა­რე­ბის, გეოგრაფიული ადგილმდება­რეო­ბის შესახებ. შარდენი ყურადღებას ამახ­ვილებს ქართველთა ტოლერანტულ ბუნებაზე.

     ალექსანდრე დიუმა წიგნში  „კავკასია“ ეხება კავკასიის თითოეული კუთხის არა მხოლოდ ისტორიულ და გეოგრაფიულ, არამედ ეკონომიკურ საკითხებსაც.  დიუმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კავ­კა­სიელი ქალების გარეგნობასა და პიროვნულ თვი­სებებს. წიგნის დიდი ნაწილი საქართველოს ეთმობა.

  ოლივერ უორდროპის „საქართველოს სამეფო“ საინტერესო ცნობებს შეიცავს საქართველოსა და კავკასიის შესახებ. 1919-1921 წლებში იგი იყო ინგლისის სრუ­ლუფ­ლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. მისი შეფასებები დღესაც აქტუალურია: „რამდენიმე რუსი კაპიტალისტი ცდილობს კავკასიაში ფეხის მოკიდებას, მაგრამ ისინი სიძნელეებს აწყდებიან - ქართველებს ურჩევნიათ ევროპელი ინვესტორების მომსახურებით ისარგებლონ“ (უორდროპი).

     ა. გრი­ფი­უსის ტრაგედია ხუთ­­მოქ­მე­დე­ბიანი ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ ასახავს ირანის წინააღმდეგ სა­ქარ­თველოს მრა­ვალ­­­­საუკუნოვანი ბრძოლის ერთ ეპი­ზოდს.  ტრაგედიაში ნათლად ჩანს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გრიფიუსმა თავის ტრაგედიაში შექმნა სრულ­­ყოფილი სახე ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის თა­ვ­­­და­დე­ბული ქართველი დედოფლის. გრიფიუსმა ტრაგედია გამოსცა 1657 წელს.

    საქართველოსა და კავკასიის თემა დამახასიათებელია ევროპული  ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნებისათვის.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გრიფიუსი ა., - ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბლისი. 1975. 214 გვ.

დიუმა ა., - კავკასია. გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“. თბილისი 1964. 510 გვ.

ვარდოშვილი ე., - ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2022. 202 გვ.

ვარდოშვილი ე., - ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2018. 202 გვ.

ვარდოშვილი ე., - პოეტური თანხვედრანი. გამომცემლობა „ბარტონი“. თბილისი. 2010. 156 გვ.

კუჭუხიძე მ., - ბაირონი და XIX საუკუნის ქართული მწერლობა. გამომცემლობა „საქართველო“. 120 გვ.

უორდროპი ო., - საქართველოს სამეფო. თბილისი. 2001. 214 გვ.

შარაძე გ., - ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი. 1984. 520 გვ.

შარდენი ჟ., - მოგზურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი. 1975.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-21

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...