,,ამერიკული ოცნება“ და თრეისი ქ. სმითის პოეზია
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.30საკვანძო სიტყვები:
,,ამერიკული ოცნება“, თრეისი ქ. სმითის პოეზიაანოტაცია
სტატიის მიზანია, აჩვენოს თუ როგორ აისახა ,,ამერიკული ოცნება“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, თრეისი ქ. სმითის ლექსებში. ,,ამერიკული ოცნების“ მიმართ განსხვავებული იყო დამოკიდებულება ამერიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. თავდაპირველი მნიშვნელობა ,,ამერიკული ოცნების“ გამოხატავს იდეას, რომ ამერიკის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური სისტემა ქმნის ისეთ პირობებს, რომელშიც სათანადო ძალისხმევით ყველა მოქალაქეს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. დროთა განმავლობაში ,,ამერიკული ოცნება“ დაშორდა მის თავდაპირველ მნიშვნელობას და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ოცნებაში მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა მოიაზრებოდა, რაც აისახა კიდევაც გასული საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ყველას არ შეუძლია ამერიკის კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში მიაღწიოს წარმატებას.
თრეისი ქ. სმითი თანამედროვე ამერიკელი პოეტია და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი. საინტერესო იყო შესწავლა თუ რას წარმოადგენს და როგორ აისახება ,,ამერიკული ოცნება“ თანამედროვე ამერიკელი პოეტის ლექსში. სტატიაში წარმოდგენილია თრეისი ქ. სმითის ლექსებზე (კრებულიდან ,,სიცოცხლე მარსზე“) დაკვირვების შედეგები, ენისა და კულტურის კავშირითაა ახსნილი პოეტის დამოკიდებულება ,,ამერიკული ოცნების“ მიმართ და ნაჩვენებია მიმართება ოცნებასა და სხვა პლანეტაზე მოგზაურობას შორის. სტატიაში ახსნილია, რომ პოეტისთვის წარმატება არ ნიშნავს მატერიალურის მოპოვებას. მთლიანობაში ,,ამერიკული ოცნების“ მიმართ თრეისი ქ. სმითის დამოკიდებულებაში გარკვეული იმედგაცრუება ჩანს, თუმცა ეს პირდაპირ არსადაა ნათქვამი კრებულში. მკითხველი გრძნობს პოეტის შეხედულებას, რომლის სინამდვილეც დასტურდება დეტალების ანალიზით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კალანდაძე, ა. ,,თქვი, არჯაკელო ხვიარა . . ., 2013-2024, https://poetry.ge/poets/ana-kalandadze/poems/678.tqvi-arjakelo-khviara.htm, 20.0423
რუსთაველი, შ., ვეფხისტყაოსანი, თბილისი, გამომცემლობა ,,ქართული წიგნი“, 2015, 697 გვ.
Bain, B., The State of the American Dream” (editor’s note) The Catalyst, A journal of ideas from the Bush Institute, issue 21, winter 2021, https://www.bushcenter.org/catalyst/state-of-the-american-dream/editors-note-issue-21, 20.04.2023
Churchwell, S., A Brief History of the American Dream, The Catalyst, A journal of ideas from the Bush Institute, issue 21, winter 2021, https://www.bushcenter.org/catalyst/state-of-the-american-dream/churchwell-history-of-the-american-dream, 20.04.2023
Poe, E.A., Prose And Poetry, Raduga Publishers, Moscow, 1983. 416 გვ.
Smith, T. K., Life on Mars, Graywolf Press, Minneapolis, Minnesota, 2011. 76 გვ.
Wills, M., James Truslow Adams: Dreaming up the American Dream, May 18, 2015, https://daily.jstor.org/james-truslow-adams-dreaming-american-dream/, 20.04.2023
Lewton, T., Rwenzori Mountains: Africa’s surreal “Mountains of the Moon”, 16.12.2020