ანტიკური სამყაროს ფერადოვანი სიბრმავე და ფერები ჰომეროსის შემოქმედებაში

ანტიკური სამყაროს ფერადოვანი სიბრმავე და ფერები ჰომეროსის შემოქმედებაში

ავტორები

  • ნათია არველაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.32.13

საკვანძო სიტყვები:

ფერები, ჰომეროსი, ანტიკური ეპიკური პოეზია

ანოტაცია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. XIV-V საუკუნეებისთვის ადამიანების ოკულისტური რეალობა არ სცილდებოდა თეთრის, შავისა და კიდევ რამდენიმე ერთეული ფერის აღქმის შესაძლებლობას. მართალია, ჩვენ კატეგორიულად ვერ განვაცხადებთ, რომ ანტიკური საბერძნეთის მოსახლეობა ცალსახად დაავადებული იყო დაბადებისეული სიბრმავით ფერთა აღქმის თვალსაზრისით, თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა თეთრი, შავი, წითელი და ლურჯი ფერებით. მოგვიანებით ადამიანების ფიზიკური შესაძლებლობები გაიზარდა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ქართველ მეცნიერს - კონსტანტინე მეგრელიძეს. მისი აზრით ჰომეროსიდან ჩვენამდე განვილილი დრო ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მხედველობის ორგანოში მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარიყო. შესაბამისად, მეგრელიძის ვარაუდით, მოსაზრება ანტიკურ საბერძნეთში მცხოვრები საზოგადოების ფერადოვანი სიბრმავის შესახებ მცდარია.

ფაქტია ის, რომ ჰომეროსის ეპოსში წარმოდგენილი ფერების რაოდენობა არც თუ ისე მწირია. იგი იყენებს ფერების აღმწერ ეპითეტებს თეთრი, შავი, ლურჯი, ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე, ჭრელი. გარდა აღნიშნული ფერებისა ავტორი იყენებს ასევე არსებითი სახელისგან ნაწარმოებ სხვადასხვა სიტყვათშეთანხმებას  ფერების გამოსახატად. მაგალითად ღვინისფერი, სისხლისფერი, მოლისფერი და ა.შ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

• დარჩია, ი., - ფერის ფენომენი ბერძნულ ტრაგედიაში. დისერტაცია. თბილისი. 2005.

• ჰომეროსი, - ილიადა. თარგმნა რ. მიმინოშვილმა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. თბილისი. 2013.

• ჰომეროსი, - ოდისეა. თარგმნა პ. ბერაძემ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1979.

• Bradley, M., - Colour as Synaesthetic Experience in Antiquity. In: “Synaesthesia and Ancient Senses”, ed: Butler Sh. Purves A. Acumen Publishing. Durham. 2014.

• Wendell, B., - The traditions of European Literature from Homer to Dante. Charles Scribner’s Sons Publishing. New York. 1920.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-21

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...