ბინარული ოპოზიციის რაობა ლინგვისტიკაში

ბინარული ოპოზიციის რაობა ლინგვისტიკაში

ავტორები

  • ლელა ჭარელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

საკვანძო სიტყვები:

ბინარული ოპოზიციები, ანტონიმები, კონტრასტული ელემენტები, ორობითი სისტემები, სემანტიკა

ანოტაცია

წინამდებარე სტატიის კვლევის საგანს წარმოადგენს ბინარული ოპოზიციების ცნების განმარტება; ბინარული სისტემის კვლევა ლინგვისტიკაში; მისი როლის განსაზღვრა ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ სხვადასხვა დისციპლინაში. კვლევაში განხილულია ,,ბინარული ოპოზიციების“ კონცეპტუალური ველი; ოპოზიციების სემანტიკურ ჭრილში განხილვისას კი გამოიკვეთება ბინარული ოპოზიციების  სამი ძირითადი მახასიათებელი - პოლარულობა, (რომელიც   თავისთავად გულისხმობს ორი პოლუსის არსებობას ერთმანეთთან მჭიდროდ ადაკავშირებული მნიშვნელოვანი ღერძით); სიწმინდე და სიმეტრიულობა.

სტატია ბინარულ ოპოზიციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი იდეების გადმოსაცემად ეყრდნობა ლინგვისტების - იაკობსონის, კრუზის,  ლაიონზის, სტროსისა და სხვადასხვა თეორიებს. ვინაიდან ბინარული ოპოზიცია არის ძლიერი კავშირი ენის, აღქმისა და გაგებისა - მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ კავშირი ავტორის ნათქვამსა და იმას შორის, თუ როგორ აღიქმება და გაიგება ესა თუ ის ნათქვამი ან მონათხრობი. ამიტომაც ენობრივი ნიშნის ბუნების გარკვევა სემიოტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხდება.

ბინარული ოპოზიციები ყველა სხვა კავშირებსა და მიმართებებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად მხედველობაში მიიღება მისი შემადგენელი ორივე წევრი, და ისინი ედარება ერთმანეთს. ასე, მაგალითად, შეუძლებელია სიცოცხლეზე ვიმსჯელოთ იმის გარეშე, რომ ამასთანავე სიკვდილის იდეას არ შევეხოთ.

მწერლები ენას კრეატიულობის, სილამაზის, ღირებულებებისა და კონკრეტული მესიჯების გადმოსაცემად იყენებენ. მკითხველი კი კოდირების მეშვეობით ახდენს ძირითადი სათქმელის იდენტიფიკაციას, უფრო ზუსტად, ისიც ენას იყენებს ნაწარმოების ინტერპრეტირებისთვის. ლინგვისტური ანალიზი კი ყოველთვის ამარტივებს ტექსტის არსის გაგებას.

უამრავ მაგალითზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ სწორედ ოპოზიციათა არსებობა იწვევს მოვლენათა მრავალფეროვნებას სამყაროში. მოვლენებში იგულისხმება არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიურობა, ყოფა-ცხოვრება, ბუნებაში არსებული მოვლენები, არამედ კონტრასტული მიმართებები  ენის ლექსიკის სტრუქტურაშიც.

ბინარული ოპოზიციები ენის სისტემაში ერთგვარ ღერძს ქმნიან, რომელიც ენის მორფოლოგიურ, სემანტიკურ და სინტაქსურ დონეებზე ორგანიზებას უწყობს ხელს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

http://dictionary.css.ge/content/binary-oppositions

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10563

https://monoskop.org/Roman_Jakobson

https://www.jstor.org/stable/2155871

Lyons, John (1977) Semantics. 1- Cambridge University Press

W.G. Widdowson (1996) Linguistics, Oxford University Press.

Bradford, R (1995), Roman Jakobson. London: Routledge

Jakobson,R (1956), Fundamentals of Language, Harvard University

Jakobson,R (1971), Selected Writings 2, Word and Language, Mouton, The Hague, Paris.

Steven C. Caton, (1987) Contributions of Roman Jakobson, Annual Review of Anthropology , Vol. 16 (1987), pp. 223-260

Murphy Lynne, M (2003), Semantic Realations and the Lexicon, Antonymy, Synonymy and other Paradigms; University of Sussex

გამოქვეყნებული

2024-11-20

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...