გამეორება ტექსტის აგების ერთი საინტერესო შესაძლებლობა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.08საკვანძო სიტყვები:
ტექსტი, გამეორება, ო.იოსელიანის პროზაანოტაცია
ტექსტი ენისა და მეტყველების უმაღლესი საკომუნიკაციო ერთეულია, კომპლექსური სამეტყველო ქმედებაა, სწორედ ამიტომ მისი კვლევა დღეისათვის ძალზე აქტუალურია - აქ მოიაზრება ტექსტის, როგორც სტრუქტურის, ისე ფუნქციური ასპექტების შესწავლა, რადგან ნებისმიერი ტექსტი ფუნქციონირებს კონკრეტულ სამეტყველო აქტში.
ამ მიმართებით არსებულ შესაძლებლობებს შორის, როგორიცაა ზმნა-შემასმენელთა დრო-კილოს ფორმები, ჩართული სიტყვები და გამოთქმები, სინონიმები თუ ანტონიმური, ნაცვალსახელური ჩანაცვლებები, განიხილავენ ასევე ლექსიკურ თუ სემანტიკურ (სიტყვათა და შესიტყვებათა) გამეორებებს, რაც ჩვენი კვლევის ობიექტს წამოადგენს ოტია იოსელიანის მოთხრობებში.
ჩვენთვის საინტერესოა გამეორება არა როგორც სტილისტიკური შესაძლებლობა, არამედ როგორც ქართული მხატვრული ტექსტის აგების ერთ-ერთი ენობრივი შეასაძლებლობა. საილუსტრაციო მასალა მომზადდა ოტია იოსელიანის პროზის მიხედვით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კოშორიძე, ე. მწერლის ენისა და და სტილის საკითხები, თბილისი: გამომცემლობა მერიდიანი, 2005.
სერგია, ვ. ტექსტის ლინგვისტიკა, თბილისი, გამომცემლობა:განათლება, 1989.
სანიკიძე, თ., სანიკიძე ი., ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბილისი: გამომცემლობა ინტელექტი, 2009;
ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, პროფესორ მ. მიქაძის საერთო რედაქციით, ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა, 2006;