ემოჯების როლი ციფრულ კომუნიკაციაში

ემოჯების როლი ციფრულ კომუნიკაციაში

ავტორები

  • ანა ახვლედიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

საკვანძო სიტყვები:

ემოჯი, ონლაინ კომუნიკაცია, ვიზუალური კომუნიკაცია, ინტერნეტ ენა

ანოტაცია

თანამედროვე  სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა განსაზღვრა  ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, კომუნიკაციის ტრადიციული მოდელები შეიცვალა და განვითარდა. ინტერნეტისა და სოციალური მედიის მზარდმა პოპულარობამ წარმოშვა ახალი, უნიკალური  ფორმები, რომლებიც ხშირად განსხვავდება ჩვეულებრივი ყოველდღიური კომუნიკაციისაგან. ელექტრონული დისკურსი - ახალი საკომუნიკაციო ფორმაა, რომელიც არა მხოლოდ საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად და სწრაფად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, არამედ ქმნის და ავითარებს ახალ ლინგვისტურ ნორმებს.

   ონლაინ კომუნიკაცია მოიცავს მრავალფეროვან  პლატფორმას თითოეული მათგანი  კი თავისებურ  ინტერნეტ ენას ქმნის, სადაც მომხმარებლები აქტიურად იყენებენ ახალ ლინგვისტურ ერთეულებს. სწორედ ამ ახალ რეალობაში  სხვა ელემენტებთან ერთად, იკვეთება ემოჯების, როგორც ვიზუალური ელემენტების, მნიშვნელოვანი როლი.  ეს პატარა სიმბოლოები გვეხმარება ემოციების,განწყობისა და კონტექსტის გადმოეცემაში. ემოჯები ავსებენ იმ ემოციურ ვაკუუმს, რომელიც ხშირად თან ახლავვს წერილობით კომუნიკაციას.

წინამდებარე სტატია შეისწავლის ემოჯების ფენომენს და მათ გავლენას თანამედროვე ციფრულ კომუნიკაციაზე, ნაშრომი მიმოიხილავს ემოჯების წარმოშობის ისტორიას, მათ უნივერსალურ თავისებურებებსაა და მათი გამოყენების სხვასახვა ასპექტებს. ნაშრომში  განხილულია, როგორც ემოჯის გამოყენების უპირატესობები, ასევე  ნაკლოვანებები.

კვლევის ცენტრალური ნაწილი  ეძღვნება ემოჯების დეტალურ კლასიფიკაციას YouTube ვიდეო კომენტარებში. წარმოდგენილი ქართული და ინგლისურენოვანი  მაგალითების ანალიზი,   ხაზს უსვამს ემოჯების მნიშვნელოვან როლს ონლაინ ინტერაქციებში და მათ უნარს, გაამდიდრონ ონლაინ ტექსტური კომუნიკაცია ემოციური ნიუანსებით.

დასკვნით ნაწილში, ხაზგასმულია ემოჯების მზარდ მნიშვნელობაზე  ციფრულ ეპოქაში და მათ როლზე კომუნიკაციის გამარტივებასა და გამრავალფეროვნებაში. მიუხედავად ემოჯების გაგების სირთულეებისა და მისი გამოყენებით გამოწვეული თანმდევი საფრთხეებისა, ემოჯები რჩება მძლავრ ინსტრუმენტად თანამედროვე ონლაინ კომუნიკაციაში, განსაკუთრებით სოციალურ მედია პლატფორმებზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

გამოქვეყნებული

2024-11-20

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...