თურქულ-აზერბაიჯანული შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში

თურქულ-აზერბაიჯანული შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში

ავტორები

  • ფატმან ანთაძე-კაჭარავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნანა კაჭარავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

საკვანძო სიტყვები:

სპარსულ-ქართული ენობრივი ურთიერთობა, ანატოლიური თურქული და აზერბაიჯანული ნასესხობანი

ანოტაცია

ქართულში დადასტურებულ საშუალო სპარსულ და პართულ ნასესხობათაგან განსხვავებით, რომელთა ნაწილი ქართულში პირდაპირ, ნაწილი კი სომხურის მეშვეობით შემოდიოდა (ანდრონიკაშვილი, 1966: 9, 161), ახალი სპარსული ბოლო პერიოდამდე ქართულისთვის მხოლოდ უშუალო გამსესხებელ ენად მიიჩნეოდა.

ჩვენი კვლევით დადასტურდა, რომ რიგ შემთხვევებში ქართული სპარსიზმებს თურქული ჯგუფის ორი ენის – ანატოლიური თურქულისა და აზერბაიჯანულის შუამავლობითაც სესხულობდა.

გვიანდელ შუა საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქულ-ოსმალური პოლიტიკური გავლენის სფეროში მოქცევამ ბუნებრივად განაპირობა რიგ ქართულ ტერიტორიათა მჭიდრო ენობრივ-კულტურული კავშირი თურქეთთან. ამ კავშირის კვალი ჩანს დასავლეთ საქართველოს იმ მხარეებშიც, რომლებიც უშუალოდ არ ექვემდებარებოდნენ ოსმალურ იმპერიას.

ამავდროულად თურქულთან დასტურდება აღმოსავლურ ქართულ დიალექტთა კავშირიც. ამ დიალექტებში ნასესხობები და კერძოდ, სპარსიზმები შემოდიოდა როგორც ანატოლიური თურქულიდან, ასევე აზერბაიჯანულიდან.

ჩვენ მიერ გამოკვლეულია თურქულისა და აზერბაიჯანულის მეშვეობით ქართულში შემოსული სპარსული წარმომავლობის 35 ნასესხობა. ხსენებულ ენათა შუამავლობა გამოკვლეულ ნასესხობებში დასტურდება ფონეტიკურ და სემანტიკურ კრიტერიუმთა გათვალისწინებით. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია ქართული დიალექტური მონაცემებიც.

ანატოლიური თურქულისა და აზერბაიჯანულის დიდი მსგავსების გამო, რიგ შემთხვევებში ძნელდება იმის დადგენა, თუ ამ ორ ენათაგან რომელია ქართულისთვის სპარსიზმის სესხების წყარო. ჩვენს მასალაში წარმოდგენილია ამგვარი 8 მაგალითი. ანატოლიური თურქულიდან ქართულში შემოსულია სპარსული წარმომავლობის 16 ნასესხობა.  აზერბაიჯანულიდან მომდინარეობა ჩანს ქართულის მიერ ნასესხებ 11 სპარსიზმში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბულაძე, ი.(1944). ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობები IX-X საუკუნეებში, თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. [Abuladze, I, (1944). Georgian-Armenian Literary Contacts in the IX-X Centuries, Tbilisi: Metsniereba (Publishing House of the Georgian Academy of Sciences)].

აბულაძე, ც.(1962). თურქული ლექსიკური მასალის შესახებ ს.-ს. ორბელიანის ქართულ ლექსიკონში, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე IV, გვ. 57-78, თბილისი [Abuladze, Ts. On the Turkish Lexical Material in S.S. Orbeliani’s Georgian Dictionary, Herald of the Institute of Manuscripts of the Georgian Academy of Sciences IV, pp. 57-78], Tbilisi.

აბულაძე, ც.(1968). სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის სიტყვანის თურქული თარგმანები, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“ [Abuladze, Ts. Turkish Translations of the Words from S. S. Orbeliani’s Georgian Dictionary, Herald of the Institute of Manuscripts of the Georgian Academy of Sciences IV, pp. 57-78, Tbilisi: Metsniereba}

აივერდი, ი.(2005). – Misalli Büyük Türkçe Sözlük, Kubbealtı Lugatı, 3 cilt, Kubbealtı, İstanbul: Yayın evi [Ayverdi, I. Big Turkish Dictionary with Examples. Kubbealti Dictionary, 3 vol.]

ანდრონიკაშვილი, მ.(1965). არაბული სიტყვების სპარსული გზით შემოსვლის შესახებ ქართულში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 105, გვ. 298-330, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. [Andronikashvili, M. On the penetration of Arabic Words into Georgian via Persian], Works of Tbilisi State University, 105, pp. 298-330, Tbilisi: Tbilisi State University Publishing House.

ანდრონიკაშვილი, მ.(1966). ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან I, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა [Andronikashvili, M. Studies in Iranian-Georgian Linguistic Contacts I], Tbilisi: Tbilisi State University Publishing House.

ანდრონიკაშვილი, მ.(1996). ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან II, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან II, თბილისი: გამომცემლობა „ირმისა“ [Studies in Iranian-Georgian Linguistic Contacts II], Tbilisi. “Irmisa” Publishing House.

ანვარი, ჰ.(1381/2002-). –انوری ح. فرهنگ فشردۀ سخن، ح. فرهنگ بزرگ سخن، تهران: سخن I-VIII [Anvari, H. Farhang-e bozorg-e soxan: j. I- VIII [The Big Dictionary of Words, vol. I-VIII], Tehran: Soxan.

ანთაძე-მალაშხია, ფ.(2018). სპარსულ-ქართული ენობრივი ურთიერთობების საკითხები, თბილისი: გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ [Antadze-Malashkhia, P. Issue of Persian-Georgian Language Contacts], Tbilisi. “Academic Book” Publishing House.

ანთაძე-მალაშხია, ფ., კაზიმოვი, ს.(2021). აზერბაიჯანულის შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, https://dspace.tsu.ge/items/cff4a653-9867-45db-ba44-3bec2e0a91c8 [Antadze-Malashkhia, P. Kazimov, S. (2021). On the Mediation of Azerbaijani in Persian-Georgian Language Contacts]. International Conference dedicated to the 100th anniversary of Academician Konstantine Tsereteli. Tbilisi https://dspace.tsu.ge/items/cff4a653-9867-45db-ba44-3bec2e0a91c8 .

ანთაძე-მალაშხია, ფ., კაჭარავა, ნ.(2023) თურქულისა და აზერბაიჯანულის შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში, გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“. წელი, თბილისი. თეზისები. გვ. 3-5 [Antadze-malashkhia, P. Kacharava, N. (2023). On the Mediation of Turkish and Azerbaijani in Persian-Georgian Language Contacts]. International conference dedicated to the 85th anniversary of Guram Lortkipanidze “Cultural-Historical Papers“. 2023, Tbilisi, Abstracts. pp. 3-5.

ანთაძე-მალაშხია, ფ. ენათა შუამავლობისათვის ირანულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში(2024), [Antadze-Malashkhia, P. On Language Mediation in Iranian-Georgian Language Contacts], Actas del Congreso de la Sociedad Española de Iranología (SEI) (celebrado en Tbilisi los días 20 y 21 de octubre de 2022), pp. 58-76.

ბართაია ნ.(2011). ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა(იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით), თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“ [Bartaia N. Borrowings from Persian Vocabulary according to the Ioseb Grishashvili „Kalakuri Leqsikoni“ (Urban Dictionary)], Tbilisi, “Universali” Publishing House.

გიპერტი(1993). – Gippert, J. Iranica Armeno-Iberica, Wien: Verlag der Österreichischen der Wissenschaften.

გრიშაშვილი, ი.(1997). „ქალაქური ლექსიკონი“, თბილისი, გამომცემლობა „სამშობლო“ [Grishashvili, I. „Kalakuri Leqsikoni“ (Urban Dictionary)], Tbilisi. “Samshoblo” Publishing House.

დეჰხოდა(1931). – دهخدا ع. لغتنامه دهخدا، تهران: دانشگاه تهران [Dictionary oj Dehkhoda, Tehran: Tehran University Press].

თითცე(1967). – Tietze, A. Lazard G., Persian Loanwords in Anatolian Turkish, Oriens, Vol. 20, pp. 125-16

თურქული ენის ლექსიკონი(1998). – Türkçe Sözlük, 2 cilt [The Turkish Dictionary, vol. I-II], TDK, Ankara: Türk Tarih Kurumu Basım Evi.

იმედაძე, ს.(2014). არაბული წარმოშობის ლექსიკა სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონ ქართულში“,[ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი], [Imedadze, S. Arabic Words in S.S. Orbeliani’s “Georgian Dictiobary”], [Dissertation thesis for awarding the scientific degree of Doctor of Philology. Kutaisi. Akaki Tsereteli State University].

ლეკიაშვილი, ვ.(1992). ორიენტალიზმები ქართულში(არაბული ლექსიკა), [ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი] [Lekiashvili, V. Orientalisms in Georgian(Arabic Loanwords)], [Dissertation thesis for awarding the scientific degree of Doctor of Philology, Tbilisi. G. Tsereteli Institute of Oriental Studies of the Georgian Academy of Sciences].

მოჰამადრაჰიმი(2021). – Mohammadrahimi, F. Influence of Persian Language on Azerbaijani: A Case Study of Contact-Induced Changes in Iranian Azerbaijani, (MA Thesis), University of Eastern Finland, 2021, 70 p. https://www.academia.edu/68382944/Influence_of_Persian_Language_on_Azerbaijani_A_Case_Study_of_Contact_Induced_Changes_in_Iranian_Azerbaijani

ორუჯოვი, ა.(2006). – Orucov, Ə. Azərbaycan dilinin izahlı lüğəti [The Explanatory Dictionary of the Aazerbaijani Language, 4 volumes], Baku: Sherq-Qerb.

როსტიაშვილი, ნ. (1978). ინგილოური ლექსიკონი, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“ [Rostiashvili, N. Ingiloy Dictionary] Tbilisi: Publishing House “Metsniereba”

რუხაძე, ლ.(2013) თურქული ნასესხობები ქართულ სალიტერატურო ენაში, თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“ [Turkish Borrowings in the Georgian Literary Language], Tbilisi. “Mtsignobari” Publishing House.

უელ – უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი(2006).(შემდგ. ალ. ელერდაშვილი), თბილისი: გამომცემლობა – [Universal Encyclopedic Dictionary (2006) compiled by A. Elerdashvili], Tbilisi. “Pantazia” Publishing House.

ქეგლ – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი(1950-1964) , თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. [The Explanatory Dictionary of the Georgian Language], Tbilisi. Publishing House of the Georgian Academy of Sciences.

შჩერბაკი Щербак(1970). –А. Сравнительная фонетика тюркских языков, , Ленинград, издательство «Наука», 1970 [Shcherbak. (1970) Comparative Phonetics of Turkic Languages], Leningrad. “Nauka” Publishing House, 1970.

ჯიქია, მ.(2008). თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმებში, თბილისი, გამომცემლობა „სიტყვა“ [Jikia, M. Turkisms in the Kartvelian Anthroponimics], Tbilisi. “Sitkva” Publishing House.

ჯიქია, ს.(1960) „აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან I“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები.აღმოსავლურ ენათა სერია, ტ. III. გვ. 1-13(სურამი; ზურაბი; დიამბეგი; ბეგუმი; ათაბაგი; ყაზბეგი) [ Jikia, S. “The History of Words of oriental origin I], Works of the Institute of Linguistics. Series of oriental languages, v. III. pp. 1-13 (Surami, Zurab, Diambegi, Begumi, Atabagi, Kazbegi.).

ჯიქია, ს.(1987). „აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან II“ (მაგრამ; ბარემ; ქილიფთარი; ყირქესალი), თბილისის უნივერსიტეტის შრომები. 273. გვ. 5-9(მაგრამ; ბარემ; ქილიფთარი; ყირქესალი) [Jikia, S. The Hsitory of Words of Oriental Origin II (Magram, Barem, Kiliptari, Kirkesali], Works of Tboilisi State University 273. pp. 5-9.

გამოქვეყნებული

2024-11-20

როგორ უნდა ციტირება

ანთაძე-კაჭარავა ფ., & კაჭარავა ნ. (2024). თურქულ-აზერბაიჯანული შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში. ენა და კულტურა, (32). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/3172

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...