თარგმანი, როგორც კულტურათა სინთეზი თარგმანის თანამედროვე თეორიათა კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.31.16საკვანძო სიტყვები:
წყარო ენა, სამიზნე ენა, ეკვივალენტი, სინტაქსურ-სემანტიკური, ტრანსლატაცია, კულტურათა შეჯახება, დინამიკური ეკვივალენტობაანოტაცია
თარგმანმცოდნეობას, როგორც ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, სტილისტიკის, სოციო-ლინგვისტიკისა და პრაგმატიკის ერთ-ერთ მულტიფუნქციურ დარგს მთარგმნელობით საქმიანობასთან შედარებით არც თუ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით ის წარმატებით ვითარდება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, ასევე საქართველოშიც, რადგან ამის დასტურია თარგმანის უამრავ თეორეტიკოსთა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი და მათი ემპირიული გამოცდილება, რომელიც მათ ნაშრომებშია ასახული და მიუხედავად აზრთა მრავალფეროვნებისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თარგმანი უპირველესად კულტურათა დიალოგია და მთარგმნელს კულტტრეგერის საპატიო ფუნქცია ენიჭება.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია XX ს-ის რამდენიმე ცნობილ თარგმნის თეორეტიკოსთა, მათ წინამორბედთა და ასევე გამოჩენილ ლიტერატურულ მოღვაწეთა მოსაზრებანი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თარგმანი, მოყვანილია რამდენიმე მაგალითი მთარგმნელის უფლება-მოვალეობაზე და წმინდა წერილის,-ბიბლიის და მსოფლიო ლიტერატურის, - კერძოდ ძველი ინდური ეპოსების სხვადასხვა თანამედროვე ინდურ ენებსა და ქართულზე ტრანსფორმაციის ფაქტები, ბერძნული და ლათინური ტექსტების უახლეს ევროპულ და ქართულ, ხოლო ძველი არაბული და სპარსული ტექსტების თარგმანები, როგორც თანამედროვე, ასევე ქართულ ენებზე. სტატიაში ასევე საუბარია XIX ს-ის ბოლოს დიდ ბრიტანეთზე, სადაც იმპერიის ძალაუფლების ზრდასთან ერთად თარგმანმა თავის ფუნქცია დაკარგა და ის აღარ ითვლებოდა ბრიტანული კულტურის გამდიდრების ერთ-ერთ საშუალებად.
XX ს-ის შუა პერიოდისთვის ლინგვისტთა და თარგმანმცოდნეთა გარკვეული ნაწილი იზიარებს თარგმანის დინამიკური ეკვივალენტობის კონცეფციას, რომელსაც არა ერთი სახელმძღვანელო, მონოგრაფია თუ კვლევა მიეძღვნა როგორც ევროპულ, ასევე ქართულ ენებზე, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მასში პირველ პლანზე წამოწეულია თარგმანის პრაგმატული განზომილება,-მთარგმნელის ორიენტაცია თარგმანის ტექსტის ადრესატზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ალიბეგაშვილი გ., დუღაშვილი ე., მღებრიშვილი თ.,-თარგმანის ისტორია. გამომცემლობა ‘’ქართული უნივერსიტეტი’’. თბილისი.2017. გვ.87.
საყვარელიძე ნ.,-თარგმანის თეორიის საკითხები (ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ასპექტები). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2001. გვ.93-103.
Bassnet-McGuire S.,-Translation Studies. Methuen. London. 1980. p.119-121.
Benjamin W.,-Illuminations. Cape. London. 1970. p.73.
Hatim B., Mason I.,-The Translator as Communicator. Routledge. London& New York.1998. p.305-337.
Levy J.,-The Art of Translation. Československy Spisovatel. Prague. 1963. p.24-31.
Matthew A., – Essays, Lecture I. Oxford University Press. London. 1914. p.234-241.