ძმები ნიკურაძეები ქუთაისის კლასიკური გიმნაზიიდან

ძმები ნიკურაძეები ქუთაისის კლასიკური გიმნაზიიდან

ავტორები

  • ლალი მიქაძე ქუთაისის აკაკი წერთლის სახელობის N1 საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.14

საკვანძო სიტყვები:

ივანე ნიკურაძე, ალექსანდრე ნიკურაძე, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

ანოტაცია

ქუთაისის პირველი სკოლა ლეგენდარული სასწავლებლის - ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიული მემკვიდრეა და მხოლოდ მის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. ეს სასწავლებელი 2025 წელს თავისი არსებობის 195-ე წელს მიითვლის. ორი საუკუნის განმავლობაში მის კედლებში, დერეფნებში, სასწავლო აუდიტორიებსა თუ ეკლარის ქვის საფეხურებზე ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდის სუნთქვას, მზერას, ფიქრს, ოცნებას უპოვნია თავშესაფარი...აქ აღზრდილი დიდი თაობები კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ სასწავლებელში ყოველთვის ისმოდა სამყაროს ეპოქალური მაჯისცემა.

ამჯერად ძმებ ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეებზე უნდა შევაჩეროთ  ყურადღება. მათ შესახებ პირველი ცნობები საქართველოში ჩამოიტანა და გამოაქვეყნა აკადემიკოსმა გურამ შარაძემ. მისივე დიდი მონდომებით, დღეს ნიკურაძეების პირადი არქივი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. ამჯერად ნიკურაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მუშაობენ ახალგაზრდა მკვლევრები: გიორგი მამულია და ედიშერ ჯაფარიძე.    ნიკურაძეების ღვაწლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა შუბითიძე.

        ივანე ნიკურაძე - ინჟინერ-ფიზიკოსი, მსოფლიო მნიშვნელობის ჰიდრავლიკოსი, მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი, რომლის ერთ-ერთი მოდელით დღესაც სარგებლობს „პორშეს“ ფირმა.

      ალექსანდრე ნიკურაძე - ფიზიკოსი და პოლიტიკურ მეცნიერებათა მოღვაწე, გიოტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, ბირთვული ფიზიკის აღიარებული სპეციალისტი და „კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიებათა ინსტიტუტის“ დამაარსებელი. მან გერმანიის მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან  სიახლოვე გამოიყენა ათეულობით ქართველი და ქართველი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებიდან დასახსნელად, ამიტომაც მოიხსენიებენ „ქართველ შინდლერად“

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ქეთევან პატარიძე,ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივის აღწერილობა;

მანანა გაბრიჭიძის სტატია „ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელსა და ჰიტლერს უკავშირდება“- ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვაჟა შუბითიძესთან; AMBEBI.GE.

მანანა გაბრიჭიძე, სტატია „პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში დასახლდა, გერმანიაში მცხოვრები ქართველები კი ინტელექტუალები იყვნენ“--ინტერვიუ პროფესორ რუსუდან დაუშვილთან. „კვირის პალიტრა“,2011 წ. 28 ივლისი;

ნიკო ჯავახიშვილი, „ვინ იყო „ქართველი შინდლერი“. „კვირის პალიტრა“, 2019 წ. 06 ივნისი.

5. Rusudan Nishnianidze. (2022).“About One Literary Review Published in France”. Language and Culture (March 9, 2022). Accessed March 25, 2024. https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/805

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-19

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...