სემანტემა „ქარი“ პოეტურ მეტყველებაში

სემანტემა „ქარი“ პოეტურ მეტყველებაში

ავტორები

  • სოფიო ქიტესაშვილი ევროპის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.12

საკვანძო სიტყვები:

ქარი, პოეტური მეტყველება, კონტექსტი

ანოტაცია

სიტყვა „ქარის“ მნიშვნელობის განსაზღვრა კონტექსტის მიხედვით არის შესაძლებელი. სწორედ მხატვრული ნაწარმოების ელემენტთა ურთიერთქმედებისას ავლენს ქარი კონოტაციურ მნიშვნელობებს. იგი ღრმა ქვეტექსტუალურ დატვირთვას იძენს, რაც სიტყვის შინაგან გააზრებას, სიღრმისეულ გაგებას განაპირობებს.

ქარის განცდა პოეტურ მეტყველებაში განსხვავებულია. სემანტემა „ქარს“ მრავალფეროვანი ემოციური მნიშვნელობა აქვს: სევდა, ტკივილი, შფოთი, მღელვარება, მრისხანება, სინანული, შიში, სინაზე, მონატრება. აღნიშნული მნიშვნელობები პოეტთა განწყობის მიხედვით იცვლება, ამიტომ ერთსა და იმავე პოეტის შემოქმედებაში „ქარის“ ემოციური მნიშვნელობა  შეიძლება იყოს, როგორც სევდა, ტკივილი, ისე მრისხანებაც და სინაზეც.

„ქარის“ აღნიშნული შესაძლებლობა, პირველ რიგში, ვლინდება ენის შინაფორმის ღრმად შემგრძნობი შემოქმედის პოეტურ მეტყველებაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გრანელი ტ., პოეზია, ტ.1, თბილისი, 1991;

Carnap R., Philosophy and Logical Sintax, 1935;

Gvinianidze, Tamar. (2023). “Lectures of a General Review Nature in the Teaching of Georgian Literature”. Language and Culture (May 26, 2023). Accessed March 25, 2024. https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/1875.

კვარაცხელია გ., მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები; თბილისი, 1995;

ლებანიძე მ., რჩეული ლირიკა, თბილისი, 1977;

ლურია ა., ენა და ცნობიერება, როსტოვი, 1998;

ნიშნიანიძე რ., მე და შენ, თბილისი, 1956;

ორბელიანი ს.ს., ლექსიკონი ქართული, ტ.2, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1993;

რამიშვილი გ., ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით, თბილისი, 1995;

ტაბიძე გ., უბის წიგნაკი, თბილისი, 1992;

ტაბიძე გ., არტისტული ყვავილები, თბილისი, 1993;

ტაბიძე გ., თხზულებანი, ტ.12, თბილისი, 1995;

ფოჩხუა ბ., ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი,1974;

ჭილაძე ო., ლექსები, პოემები, თბილისი, 1991;

ჯორბენაძე ბ., პოეზიის ენა, თბილისი, 1999

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-19

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...