ალერსისა და მოფერების გამომხატველი ლექსიკა ოტია იოსელიანის შემოქმედებაში

ალერსისა და მოფერების გამომხატველი ლექსიკა ოტია იოსელიანის შემოქმედებაში

ავტორები

  • მანანა მიქაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.09

საკვანძო სიტყვები:

ალერსი, მოფერება, სინონიმური ველი

ანოტაცია

მოფერება-ალერსის სემანტიკის მქონე სინონიმური ველი ალერსი არის სიყვარულით, ნაზი გრძნობით მოპყრობა, მოფერება, ხოლო ის ვინც ალერსი იცის, ვისაც ალერსი სჩვევია, არის ალერსიანი (ქეგლი). სულხან-საბა ორბელიანთან ალერსი განმარტებულია, როგორც სიტყვით შექცევა (ორბელიანი 1993:23). ამ სემანტიკურ ველში განვიხილეთ ალერსი, ალერსიანი, ის ვინც ეალერსება და ვისაც ეალერსება; ალერსის გამომხატველი სიტყვები, რომლებიც მოფერება-ალერსის მნიშვნელობით გამოიყენება, პირფერი, პირფერობა, პირფერობს; აგრეთვე ის ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც დასტურდება ამ სემანტიკურ ველში. ალერსი: ფერება, ფერობა, სიყვარულობა, ლამუნი, ლაციცი, ფოფინი, თათუნი, ცაცუნი, ღლაბუცი; ალერსიანი: მოალერსე, მომფერებელი, დამყვავებელი; საფერებელი, საფერაო, სალოლიავო; მოფერება-ალერსის გამომხატველი სინონიმები: პატარა, პაწაწა, პაწია, პაწაწინა, პაწაწკინა, პაწაწკინტელა, პაწაწ(კ)უნტელა, კიკნა, კიკნელა; ნამცეცა, ნალევა, ნაგალა, მოცუცქნული, პუჭურა, ბუჭულა, მინიატურული, მორჩილი, ცუცნა-კუკნა, ცუცუნა, თითის სიგრძე, თითისოდენა, თითისტოლა, ნეკისოდენა, ერთი ციდა, კრუხის პალო... საალერსო სიტყვებად ქართულ სინონიმთა ლექსიკონში წარმოდგენილია გენაცვალე! გენაცვა! დაგენაცვლე! შენი კვნესამე! კესანე! გეთაყვა! თავს შემოგევლე, (შენ) შემოგევლე, შენი ჭირიმე! შენი სულის ჭირიმე! შენი სატკივარი მე! თავს შემოგევლე! შენ შემოგევლე! შენი კუჭისა! მიტირე, მტლად დაგედე, ჭირი მოგჭამე, ჭირი მოგპარე, დედაშვილობამ და ა.შ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გრიშაშვილი ი., რჩეული ნაწერები, თბ., 1965,თბ.

ოტია იოსელიანი რჩეულ ნაწერთა თორმეტტომეული, ქუთაისი, 2011.

სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, თბ., 1953

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი რვატომეული, თბ., 1951-1964.

Manana Mikadze. (2021). Georgian and Language Competition in the Diaspora (Emigrant community) . Language and Culture, (25), 42–45. https://doi.org/10.52340/lac.2021.654

მიქაძე მ. (2023). ქართული ენის ცოდნის შემცირების ტენდენცია ემიგრანტებში (ესპანეთი, ბარსელონას რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მაგალითზე). ენა და კულტურა, (29). https://doi.org/10.52340/lac.2023.08

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...