ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი

ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი

ავტორები

  • სალომე ლაღაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.07

საკვანძო სიტყვები:

ენა, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი, ორატორი

ანოტაცია

წარმატებული კომუნიკაციის დამყარების უმთავრესი საშუალებაა ენა. მისი სწორად ათვისება უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ადამიანის განვითარების პროცესში. ენა განსაკუთრბული ფენომენია, რომელიც მხოლოდ ადამიანებისათვისაა დამახაიათებელი. მისი უმთავრესი ფუნქციაა კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური გზით ხელშეწყობა.

ადამიანი, სოციალური არსებაა. შესაბამისად, სოციალური კომუნიკაციის დამყარება ადამიანის ერთერთ საბაზისო მოთხოვნილებაა. წარმატებული კომუნიკაციის დამყარების უმთავრესი იარაღი კი ენაა. ენა არის იდეების გამოხატვა, სამეტყველო ბგერებით წარმოთქმული სიტყვების საშუალებით. სიტყვები ერთიანდებიან წინადადებებში. სწორედ, ამ წინადადებებით გარდაიქმნება იდეები ფიქრებად და შემდეგ გამოიხატება. ენა არის სოციალური ფენომენი, რომელიც წარმოადგენს წესებისა და ნორმების ერთობლიობას, რომელთა გამოყენებითაც დგება სიტყვები და წინადადებები. ენა არის სიმბოლოთა სისტემა, ხოლო მეტყველება ამ სისტემის რეალიზება. მეტყველება ურთიერთობის პროცესია, ხოლო ენა საშუალება.

კომუნიკაციის პროცესში, ვერბალური კომუნიკაციის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია პარალინგვისტური ნიშნების ამოცნობა, როგორიცაა სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცია, სხეულის პოზა, დისტანცია მოსაუბრესა და მსმენელს შორის, ინტონაცია, ხმის ტონი და ა.შ. პარალინგვისტური ნიშნები მსმენელს ინფორმაციის უკეთ გაგებაში ეხმარება და მოიხსენიება, როგორც არავერბალური კომუნიკაციის მახასიათებლები.

კომუნიკაციის პროცესი ყოველთვის სოციალურია, რადგან მოსაუბრის გარდა, აუციებლად მსმენელს მოიცავს და ხორციელდება როგორც ვერბალურად, ასევე, არავერბალურად.

ინტერნეტის დამკვირებამ კიდევ უფრო დააჩქარა ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე. თანამედროვე ტექნოლოგიები საზღვრებს შლის, როგორც საზოგადოების შიგნით არსებულ ცალკეულ ფენებს შორის, ასევე, ქვეყნებს შორისაც. ადრე ადამიანები სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ სხვებისათვის ხმა მიეწვდინათ და გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ. დღეს, შეიცვალა ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალებები, თუმცა მიზანი უცვლელია, ინფორმაციის გადაცემა ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

მასობრივი კომუნიკაცია ეს არის პროცესი, როცა  პროფესიონალი კომუნიკატორები ქმნიან და იყენებენ მედიას  გზავნილების სწრაფად, უწყვეტ და მასშტაბურად გავრცელებისათვის, რათა დიდ აუდიტორიებში აღძრან ნაგულისხმევი მნიშვნელობები  მათზე სხვადასხვა სახით  ზემოქმედების მიზნით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოდუაძე მ., - მეტყველება და კომუნიკაცია - დარღვევათა ტიპები და მუშაობის სტრატეგიები (ნაწილი პირველი). http:// mastsavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი: 15.09.2019.

ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია. თბილისი, თსუ-გამომცემლობა. 2023. Tsu.ge http://cisi.tsu.ge. 8.05.2024

მასობრივი კომუნიკაციის თეორიის შესავალი. SCRIBD http://www.scribd.com 2003. 9.05.2024.

Manana Mikadze. (2022). Teaching the Georgian objects in a High School. lac [Internet]. 2022 Mar. 9 [cited 2024 Mar. 25];. Available from: https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/801

Rouse, M., H., - Neuroanatomy for Speech-Language Pathology and Audiology, second ed. 2020.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...