სიტყვა „გულის“ შემცველ სომატურ-იდიომატურ ფრაზეოლოგიზმთა ზოგიერთი ლექსიკურ-სტილისტური თავისებურება ქართულში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.31.06საკვანძო სიტყვები:
ლექსემა „გული“, იდიომატური ფრაზეოლოგიზმები, ლექსიკური მარაგიანოტაცია
იდიომატური ფრაზეოლოგიზმები ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. იგი ზრდის მხატვრულ-ესთეტიკური ზემოქმედების ძალას და სიცოცხლისუნარიანობას მატებს ენას. მათში მკვეთრად ჩანსა ადამიანთა ფანტაზია, ემოცია, კულტურა, სულიერება, სამყაროს ორიგინალური ხედვა და აღქმა. ყოველივე ამის გამო ისინი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენენ ენაში.
ჩვენი ინტერესის საგანია სომატიზმების შემცველი გრძნობა-ემოციების გამომხატველი ფრაზეოლოგიზმები, რომელთა შორის განსაკუთრებით პროდუქტიულია „გულ“ ფუძის შემცველი იდიომატური ფრაზეოლოგიზმები. მათ გამაერთიანებელ, საერთო ნიშანთან ერთად ერთმანეთისაგან არაერთი განმასხვავებელი თავისებურება აღმოაჩნდათ: ამ ჯგუფში შემავალ იდიომატურ ფრაზეოლოგიზმებს შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთის საპირისპირო კონოტაციის გამოხატვა. მათი ერთი წყება როგორც ფორმობრივად, ასევე შინაარსობრივად უცვლელად არსებობს საუკუნეთა განმავლობაში, ნაწილი კი აზრობრივად გაუფერულდა და საერთოდ აღარ იხმარება. „გულ“ ფუძის შემცველმა ზოგიერთმა ფრაზეოლოგიზმმა ხშირად ხმარების გამო უწინდელი ექსპრესიულობა დაკარგა. მრავალფეროვან სურათს გვაძლევს აღნიშნული ჯგუფის ფრაზეოლოგიზმები იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მათგანში ძველი ქართული ენის ლექსიკური ერთეულებია შემონახული, ზოგიერთში უცხოური წარმომავლობის სიტყვებს ვხვდებით, ზოგი კი ასემანტიკურ ლექსემებს შეიცავს. ამავე ჯგუფის ფრაზეოლოგიზმებში განსხვავებული ლიტერატურულ-მხატვრული ხერხებია გამოყენებული. მაგალითად: ჰიპერბოლიზაცია, გრადაცია, ტავტოლოგია, ოქსიმორონი, რაც, შესაბამისად, სხვადასხვა ლიტერატურულ რემინისცენციას იწვევს, ზოგიერთ მათგანში კი რელიგიურ ტერმინთა გამოყენება თუ მეტაფორული ხატოვანება ხდება მათი გამომსახველობითი გამძაფრების განმაპირობებელი.
ენის ბუნებას, გარკვეულწილად, ერის მსოფლაღქმა განსაზღვრავს. იდიომები და ფრაზეოლოგიზმები კი ადამიანთა მიერ აღქმულ სამყაროს აღწერს ხატოვნად, ამიტომაც მათში აღბეჭდილია ჩვენი ენის შინაგანი სიმდიდრე და შთამბეჭდავადაა გამოვლენილი მისი შესაძლებლობები. მათი მონაწილეობით ხდება მეტყველება კიდევ უფრო საინტერესო, ტევადი და დახვეწილი.
ვფიქრობთ, რომ სომატურ ფრაზეოლოგიზმთა შემდგომი კვლევა კიდევ მეტ თავისებურებას გამოავლენს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ამირეჯიბი ჭ.,- ,,დათა თუთაშხია”, თბ. ,1979.
ენათმეცნიერების საკითხები, N 1. თბ., 1999. ა. ონიანი, ფრაზეოლოგიზმი - სიტყვა-შესიტყვება.
ენათმეცნიერების საკითხები, N 1. თბ., 1999. რ. ამირეჯიბი, ,,სიკვდილის” სემანტიკის შემცველი ფრაზეოლოგიზმები ქართულში.
თაყაიშვილი ა., - ქართული ფრაზეოლოგიის საკითხები 1961.
ინჯია თ., - იდიომებისა და იდიომატური თქმების ისტორიისათვის XIX – XX საუკუნეების ქართულ სალიტერატურო ენაში, თსუ- ის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია.
ონიანი ალ., - ქართული იდიომები - თბ., 1968.
ორბელიანი სულხან-საბა,- ლექსიკონი ქართული, I თბ. 1991.
საენათმეცნიერო ძიებანი თბ. 1983. შ. აფრიდონიძე, იდიომი და იდიომურობა.
სახოკია თ., - ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი.