ანტითეზა როგორც სტილისტური მარკერი პოლიტიკურ დისკურსში

ანტითეზა როგორც სტილისტური მარკერი პოლიტიკურ დისკურსში

ავტორები

  • ნინო თავიდაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.04

საკვანძო სიტყვები:

ანტითეზა, სტილისტური მარკერი, პოლიტიკური დისკურსი

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია ანტითეზის, როგორც პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტილისტური მარკერის, ანალიზი ინგლისური და ქართულენოვანი დომინანტური (საპრეზიდენტო) დისკურსის მასალაზე დაყრდნობით. კვლევის პროცესში მივმართეთ ტექსტის პრაგმატიკული ინტერპრეტაციის, აღწერით და შეპირისპირებით მეთოდებს, რამაც მოგვცა ანტითეზებით გამოხატული ადრესანტის კომუნიკაციური ინტენციის განსაზღვრის, ანტითეზების ძირითადი მახასიათებლების გამოკვეთის და შესაბამის ინგლისურ და ქართულ ანტითეზებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების დადგენის შესაძლებლობა. საკვლევ კორპუსად შერჩეულია მასალა XXI საუკუნის ინგლისური და ქართულენოვანი საპრეზიდენტო დისკურსიდან.

ანტითეზა წარმოადგენს სტილისტურ მარკერს, რომელიც ეფუძნება ურთიერთშედარებითი კონცეპტების კონტრასტს. ანტითეზა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ორი სიტყვით, ან სიტყვათა ორი ჯგუფით, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს რეგულარული, ან კონტექსტუალური ანტონიმია.

პოლიტიკური დისკურსის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია მრავალმხრივ კონტექსტუალურ ფაქტორებზე. დისკურსის გააზრებისას საკომუნიკაციო აქტის მონაწილეებს შორის მყარდება კომპლექსური ინტერტექსტუალური, ინტერდისკურსული, სოციალური და ინტერკულტურული კავშირები, რაც საფუძვლად უდევს დისკურსის მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს. პოლიტიკური დისკურსის და მისი შესაძლებლობების მიმართ არსებული მზარდი ინტერესის მიუხედავად, მოცემულ ეტაპზე ანტითეზა, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არგუმენტაციური სტრატეგია, სიღრმისეულად ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.

პოლიტიკური ანტითეზა ეყრდნობა სხვადასხვა სახის ბინარულ ოპოზიციას, რომელიც წარმოადგენს აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთ მთავარ მეთოდს პოლიტიკურ დისკურსში. ანტითეზა აგებულია რეგულარული, ან კონტექსტუალური ანტონიმებით და სხვადასხვა სახის კოჰეზიური საშუალებებით. საკვლევ კორპუსში, ასევე, გვხვდება მეტაფორის გამოყენების არაერთი მაგალითი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად აძლიერებს ანტითეზის ექსპრესიულობას.

ამრიგად, სახეზეა გამოხატვის განსხვავებული საშუალებების ორგანული სინთეზი, რაც მძლავრ პერსუაზიულ ეფექტს ქმნის და ანტითეზას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტილისტურ მარკერად აქცევს. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კირვალიძე ნ., პოლიტიკური დისკურსი და კოგნიტური მეტაფორები, ინტელექტი, #3 (35). გვ.121-125, 2009.

მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციაზე, 2008 (ელ. რესურსი). - წვდომის რეჟიმი: https://old.civil.ge/geo/article.php?id=17342. - წვდომის თარიღი: 10.04.2024.

პრეზიდენტ მარგველაშვილის საინაუგურაციო გამოსვლა, 2013 (ელ. რესურსი). - წვდომის რეჟიმი: https://civil.ge/ka/archives/152398. - წვდომის თარიღი: 10.04.2024.

სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა, 2018 (ელ. რესურსი). - წვდომის რეჟიმი: https://civil.ge/ka/archives/271166. - წვდომის თარიღი: 10.04.2024.

The American Presidency Project (e. resource). – Access regime: https://www.presidency.ucsb.edu/documents. – Last date of access: 10.04.2024.

Dontcheva-Navratilova O., Coherence and persuasion in political speeches: Ideological coherence in coherent discourse. Brno: Masaryk University, 2017.

Mohammad M.D., Niami M., Fattahipoor M., The impact of applying lexical equivalent corpus on Iranian translator trainees’ achievement in the translation of compound-complex sentences. UCT Journal of Social Sciences and Humanities Research, 6(4), 62-71, 2018.

Владимирова М. С., Тупикова С. Е., Лексико-стилистические приёмы как средство передачи эмоциональности (на материале английского политического дискурса), Иностранные языки в контексте межкультурной коммуникации: материалы докладов IX Международной конференции, С. 147-155, 2017.

Чудинов А.П., Политическая лингвистика, Москва: Наука, 2006.

Шейгал, Е. И., Семиотика политического дискурса, Москва, 2000.

Chokhonelidze K. (2023).Peculiarities of Discourse Management in English and Georgian Interviews. lac [Internet]. 2023 May 27 [cited 2024 Mar. 25];. Available from: https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/1896

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...