ეკონომიურობის პრინციპი ენაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.31.03საკვანძო სიტყვები:
„ეკონომიურობის პრინციპი ენაში“, ინგლისური ენა, ფონეტიკური პროცესებიანოტაცია
ნაშრომი „ეკონომიურობის პრინციპი ენაში“ ეძღვნება მეტად აქტუალურ საკითხს ენათმეცნიერებაში. ისეთი ბგერათცვლილებები, როგორიცაა ასიმილაცია, ბგერის შესუსტება, ბგერის რედუქცია, ბგერათშერწყმა და ა.შ. ღრმად და საფუძვლიანად არის შესწავლილი ტრადიციულ ენათმეცნიერებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის მთავარი მიზეზი, რაც ამ ბგერათცვლილებებს იწვევს, ყურადღების მიღმა არის დარჩენილი. ჩვენ მიერ ამ საკითხის კვლევა განხორციელდა გაბმული მეტყველების ჭრილში. სწრაფ გაბმულ მეტყველებაში მიმდინარე ფონეტიკურ პროცესებს საფუძვლად უდევს ენის მიდრეკილება „ეკონომიურობისაკენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბმულ მეტყველებაში მიმდინარე ყველა ბგერათცვლილება, ეს იქნება სიტყვის შიგნით თუ სიტყვათგასაყარზე, მიზნად ისახავს ზეპირი მეტყველების გამარტივებას, წარმოთქმის გაიოლებას. ნაშრომში განხილულია ინგლისური ენის ზეპირმეტყველებაში მიმდინარე ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი. ინგლისურისათვის დამახასიათებელი ნეიტრალური ხმოვანი -schwa განაპირობებს სიტყვათა კუმშვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ინგლისური ენის რიტმულობას. სიახლედ მიგვაჩნია t+s =ც და d+z= ძ ბგერათშერწყმისას ინგლისურ ენაში არარსებული ც და ძ ბგერების გამოყენება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Hill A. (1958): Introduction to Linguistic Sructures. New York. Harcourt, Brace and Co.
Kruisinga E. (1925): Handbook of Present Day English. pt. 1.Kemink en Zoon Utrecht.
Ladefoged, P. (2000). A course in phonetics (4th ed.). New York: Heine and Heinle.
Nordhyem B. (1960):The Phonemes of English. Copenhagen: Gad.
O’Conor J.O. Trim J.L.(1953): Vowel, consonant and syllable - a phonological Definition. In:
Word. vol.9.#2.
ინტერნეტ რესურსები:http://www.teachingenglish.org.uk/think/articles/pronunciation/recent