თანამედროვე ფრანგული სასაუბრო ენის თავისებურებანი

თანამედროვე ფრანგული სასაუბრო ენის თავისებურებანი

ავტორები

  • ციური ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2024.31.02

საკვანძო სიტყვები:

ფრანგული ენა, თანამედროვე სასაუბრო ენა, სლენგი

ანოტაცია

ენა მოძრავი სისტემაა, რომელიც მუდამ განიცდის ცვლილებებს: ზოგიერთი სიტყვა აღარ იხმარება და ჩნდება ახალი სიტყვები, პოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენები პროვოცირებენ ახალ აქტუალურ სიტყვათა შექმნას, რომლებიც უკავშირდებიან ამ მოვლენებს. ფრანგული ენაც ემორჩილება ამ წესებს. ყველაზე მეტად შესამჩნევი ცვლილებები ხდება ენის ყველაზე “მოძრავ” ნაწილში, ანუ სასაუბრო ენაში.  სიტყვა, რომელიც არსებობდა მხოლოდ ზეპირმეტყველებაში და არგოტიზმებს მიეკუთვნებოდა, გადადის სასაუბრო ენიდან საყოველთაო ხმარებაში, აისახება ლექსიკონში და ითვლება ნორმატიულად. ენის ამ სფეროში ყველაზე მეტად გავრცელებული მოვლენაა ნასესხობები, განსაკუთრებით ინგლისური ენიდან. ინგლისური ენის გავლენა ფრანგულ ლექსიკაზე დაიწყო XVII საუკუნეში და უმაღლეს მასშტაბებს მიაღწია XVIII — XIX საუკუნეებში.

თანამედროვე ფრანგულ ენაში უხვადაა სლენგური გამონათქვამები. სლენგი არის ფამილარული ენა, რომელიც შეიცავს არგოტიკული წარმოშობის სიტყვებს, რომლებიც დამკვიდრდნენ საერთო ხმარების ენაში.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალა ადასტურებს, რომ აუცილებელია ვფლობდეთ ფრანგული ენის არა მხოლოდ ნეიტრალურ ლექსიკას და გრამატიკული წესების ცოდნას, არამედ უნდა ვიცოდეთ სასაუბრო ენის ასპექტებიც, რათა გავუგოთ ჩვენს თანამოსაუბრეს, ვუყუროთ ფილმებს და წავიკითხოთ წიგნები ორიგინალში. სლენგის ცოდნა მოგვცემს ამის საშუალებას. სასაუბრო ენის ელემენტების გამოყენება ითვლება “ნატურალურად” და განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებთან ურთიერთობისას, რადგან მათ არ იზიდავთ “კლასიკური” ენა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Rey Alain. Comme on dit chez nous. Paris, 2020.

Le Robert. Dictionnaire des expressions. Paris, 1998.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...