ფრაზეოლოგიური ერთეულები როგორც ლექსიკური ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.31.01საკვანძო სიტყვები:
Phraseological units, lexical fundანოტაცია
ნაშრომი ეხება ფრაზეოლოგიური ელემენტების მიმოხილვას და მათ როლს სწავლა/სწავლების პროცესში. მიმოხილულია ბევრი საინტერესო მაგალითი, რაც ნათელს ხდის მათი მნიშვნელობის შესწავლის აუცილებელ ასპექტებს.კოგნიტურმა ლინგვისტიკამ ფრაზეოლოგიურ ერთეულთა აღქმის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იგი ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როგორც ერთგვარი მიმდინარეობა ენის იმანენტიზმის გადალახვის პროცესში. კოგნიტური პარადიგმა იკვლევს და განიხილავს ენას არა როგორც იზოლირებულად არსებულ მოცემულობას, არამედ როგორც კოგნიციის ინტეგრალურ ნაწილს. ფრაზეოლოგიური ერთეულები არის მყარი შესიტყვებები, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მის ადათ-წესებს, მსოფლხედვას, ტრადიციებს, რწმენას და ა.შ. ენის შესწავლის პროცესი წარმოუდგენელია, და დაუშვებელიც კი ფრაზეოლოგიური ერთეულების გვერდის ავლით. მათი შესწავლით შესაძლებელია კონკრეტული კულტურის უკეთ შესწავლა და აღქმა. ამას გარდა, ფრაზეოლოგიური ერთეულები მნიშვნელოვნად ზრდიან ენის ლექსიკურ ფონდს და მას უფრო მრავალფეროვანსა და შთამბეჭდავს ხდის. ენისა და კულტურის მჭიდრო ურთერთდამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენის ლექსიკურ მარაგზე. არა მხოლოდ კულტურაზე დაკვირვება გვეხმარება ენის შესწავლა/აღქმაში, არამედ ენაც გვეხმარება ზოგიერთი კულტურული ფენომენის ახსნაშიც.ფრაზეოლოგია ჩამოყალიბდა ლექსიკოლოგიის ფარგლებში და ამჟამად იგი დამოუკიდებელ დისციპლინადაა დამკვიდრებული,ფრაზეოლოგიური ერთეულები წარმოქმნილია თავისუფალი სიტყვაშეთანხმებებისგან და სტრუქტურულად მათ ეთანხმებიან. შინაგანი ფორმა არის ფრაზეოლოგიური ერთეულის მოტივირებული მნიშვნელობა.თუმცა თანამედროვე ენაში შინაგანი ფორმა შეიძლება იყოს არამოტივირებულიც. ფრაზეოლოგიური ერთეულები თავიანთი შინაგანი ბუნებით მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებენ სიტყვებთან: ისინი იწარმოებიან საუბარში და გააჩნიათ მთელი კონსტრუქციისთვის დამახასიათებელი მნიშვნელობა, შეესაბამებიან ამა თუ იმ მეტყველების ნაწილს, ასრულებენ წინადადების წევრის ფუნქციას და აღენიშნებათ სტილისტური მარკირება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Смит, Л.П. (1998). ‘‘Фразеология английского языка‘‘.
Daniel B Smith, English Idioms & Phrases Dictionary 1923-1925
Кунин, А .В. (1985) ‘‘О порождающем фразеологическом контексте‘‘. Сборник Научных Трудов. Москва.
Makkai, A., Boatner, M.T., Gates, J.E. A Dictionary of American idioms.