სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლების ჩართულობით სწავლის ხარისხის გაუმჯობესება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლების ჩართულობით სწავლის ხარისხის გაუმჯობესება

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.26

საკვანძო სიტყვები:

მშობელთა ჩართულობა, დიაგოსტიკა, სიღმისეული ინტერვიუ, ინტერვენცია, გაუმჯობესება, მოტივაცია, სტრატეგია

ანოტაცია

განათლების სფეროს ერთ-ერთი გამოწვევა არის მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა. მშობლების მხარდამჭერი პოზიციიდან  ყოფნა  ეხმარება  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებს  საკუთარი  შესაძლებლობების  უკეთ  დანახვასა,  და  რაც  მთავარია,  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებაში.

კვლევის მიზნად დავისახეთ დავადგინოთ  მიზეზები  რის  გამოც  ვერ  ან  არ  ხდება  მშობელთა  ჩართვა  სასწავლო  პროცესში. კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ  გავაუმჯობესო  სსსმ  მოსწავლეების  მშობლების  ჩართულობით  სწავლის  ხარისხი. 

დიაგოსტიკის ეტაპზე კვლევის შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები: ანკეტირება  მასწავლებელებთან, სიღრმისეული  ინტერვიუ  მშობელთან, მოსწავლეთა დიაგნოსტიკა ქართულ ენაში

კვლევის მიგნებები: მშობლებთან  სიღრმისეული  ინტერვიუს  დროს, ძირითადად  იკვეთება  კომუნიკაციის  პრობლემა (პრობლემა 1)  ინფორმაციის  ნაკლებობა,  სტრატეგიების  ცოდნის  ნაკლებობა,  როგორ  გახდეს  მხარდამჭერი მშობელი.  მოსწავლეების  შეფასების  დროს  კი  იკვეთება  სხვადასხვა  სახის  სირთულე  კითხვასა  და  თხრობაში (პრობლემა  2).

კვლევის    შედეგების    შეფასების   შემდეგ  დავგეგმეთ  და  განვახორციელეთ  ინტერვენციები ორი  მიმართულებით:  ინტერვენციები  მოსწავლეებისათვის  კითხვის  უნარის  განსავითარებლად და  ინტერვენციები  მშობლებისათვის,  რათა  თავად  შეძლონ  ჩაერთონ  შვილის  სასწავლო  პროცესში  და  სასკოლო  ცხოვრებაში. შესაბამისად დაიძლიოს კომუნიკაციის  სირთულეები  სკოლასა  და  მშობლებს  შორის. 

დიაგნოსტიკის შემდეგ დაგეგმილი ინტევენციების განხორციელებისას ჩავატარეთ შუალედური კვლევა, რომელმაც დაგვანახა ინტერვენციის დადებითი შედეგები და განვაგრძეთ ინტერვენცია მოსწავლეებთან და მშობლებთან, ბოლოს ისევ ჩავატარეთ შეფასება.

მშობლების  ჩართვით  სსსმ  მოსწავლეების  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესება  უწყვეტი  პროცესია,  მოითხოვს  უფრო  მეტ  დროს  ვიდრე  ტიპური   განვითარების  მქონე  მოსწავლეებთან. მშობლებთან  რეგულარული  ინფორმაციის  გაცვლა  და  მათთვის  მიდგომების  და  სტრატეგიების  გაზიარება  გამოიწვევს  მათ  მოტივაციას,  დაინტერესებას  შვილის  სასკოლო  შედეგების  გაუმჯობესებაში  მიღოს  მონაწილეობა. 

კითხვის  უნარის  განსავითარებლად  კი  სსსმ  მოსწავლეებთან  საჭიროა რეგულარული  მუშაობის დაგეგმვა. განხორციელებული ინტერვენციების  შედეგად  შევძელით  პრობლემის  შემსუბუქება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაგრატიონი-გრუზინსკი მ., ტყეშელაშვილი შ., ქურციკიძე ლ. - ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, თბილისი 2021 წ.

ბალანჩივაძე ი., საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება მე-3 კლასში, ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა“ , # 28, 2022, გვ. 153-158.

ისაკაძე თ, ლომიძე ნ. - განმავითარებელი აქტივობების კრებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, გზამკვლელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, თბილისი, 2020 წ.

ტყეშელაშვილი შ. - სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, თბილისი 2021წ.

ქურციკიძე ლ,. კუბლაშვილი ბ. - სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო. თბილისი, 2021 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

როგორ უნდა ციტირება

ბალანჩივაძე ი. (2023). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლების ჩართულობით სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ენა და კულტურა, (30), 160–163. https://doi.org/10.52340/lac.2023.30.26

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...