თამაში, როგორც სკოლამდელთა აქტივობის ძირითადი ფორმა

თამაში, როგორც სკოლამდელთა აქტივობის ძირითადი ფორმა

ავტორები

  • ნინო ჭოხონელიძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.25

საკვანძო სიტყვები:

თამაში, აქტივობა, პიროვნების ფორმირება

ანოტაცია

თამაში ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და მისი აქტივობის გამოვლენის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს. ეს თავისებურება ბავშვობისა და ზრდასრულობის ასაკში სხვადასხვაგვარად ვლინდება. თამაში თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის არის პირველი აქტივობა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბავშვის  პიროვნების ფორმირებაში.  თამაშის დროს  ბავშვი არ გრძნობს თავს ზრდასრული ადამიანის გავლენის ობიექტად, არამედ არის საქმიანობის სრულფასოვანი სუბიექტი.

ფსიქოლოგები დიდი ხანია სწავლობენ ბავშვებისა და მოზრდილების თამაშებს. იკვლევენ მათ  ფუნქციებს  და კონკრეტულ  შინაარსს, ადარებენ  სხვადასხვა ტიპის  აქტივობებს.  თამაშის საშუალებით ბავშვები ვითარდებიან ფიზიკურად, კოგნიტურად და ემოციურ - სოციალურად.  თამაში ხელს უწყობს  მეტყველების და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.  თამაშს  ახასიათებს  დადებითი ემოციები, იმპროვიზაცია, სიხალისე, სპონტანურობა და თანამშრომლობა. ესაა პროცესი, რომელიც  ბავშვს ანიჭებს სიამოვნებას და სიხარულს, უღვიძებს ცნობისმოყვარეობას. თამაშში  ყალიბდება  ბავშვის  პიროვნების   ყველა   ასპექტიმნიშვნელოვანადცვლება  მისი ფსიქიკა, ამზადებს მას განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.

თამაში ხელს უწყობს გრძნობების განვითარებას და ქცევის ფორმირებას. „თამაში ბავშვისთვის სამყაროს შემეცნების, თვითგამოხატვისა და ურთიერთობის საშუალებაა. ბავშვი აქტიურად სწავლობს კეთებით. ის სწავლობს გარემოს აღმოჩენით, პროცესში აქტიურად ჩართვით. მისთვის უპირატესია არა მზა ცოდნა და ინფორმაციის მიღება, არამედ სამყაროს საკუთარი ამოცდილებით შემეცნება“.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ჭოხონელიძე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Assistant Professor

წყაროები

ბასილაძე ი., ძოწენიძე ქ., ჭოხონელიძე ნ. - განათლების, სწავლა/სწავლებისა და აღზრდის საკითხები (შესავალი თანამედროვე პედაგოგიკურ აზროვნებაში). ქუთაისი, 2021

დოლიძე ხ.,ცინცაძე ნ., ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელო, თბილისი,2015

მაღრაძე მ., თამაშის ფსიქოლოგია. ქუთაისი,1995.

ყოლბაია მ., თამაში, პრაქტიკული ფსიქოლოგია (კრებული). თბილისი, 2011.

უზნაძე დ., შრომები, ტ. III – IV, თბილისი, 1964

ჭოხონელიძე ნ., მარია მონტესორის პედაგოგიური იდეები და თანამედროვეობა, ქუთაისი,2020

www.unicef.org

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...