კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ერთი გამოწვევის შესახებ

კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ერთი გამოწვევის შესახებ

ავტორები

  • ლელა ეძგვერაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.16

საკვანძო სიტყვები:

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, კრიტიკული აზროვნება

ანოტაცია

მოცემულ სტატიაში გაანალიზებულია კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა მასწავლებლის უკუკავშირი, მოსწავლეებთან კითხვა–პასუხის ან დისკუსიის რეჟიმში მუშაობის დროს. საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეთა მსჯელობის მართვა, ხშირად ვერ ახერხებენ მათ პასუხებზე/მოსაზრებებზე შესაბამისად რეაგირებას, არ ცდილობენ გაერკვნენ, მათი მოსაზრებით, შეუსაბამო პასუხის მიზეზებში, უმეტესწილად ამჯობინებენ არ შეამჩნიონ იგი და სხვა მოსწავლეებს სთხოვენ იმავე კითხვაზე პასუხს.

ქართულის გაკვეთილებზე ტექსტის ანალიზისა და პრობლემატიკის გააზრების დროს მასწავლებლები, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, ხშირად აკეთებენ განცხადებას: „თქვით რაც გინდათ, ყველა აზრი მისაღებია“. თითქოსდა ეს მითითება სრულად პასუხობს ემოციურად უსაფრთხო, პოზიტიური სასწავლო გარემოს მოთხოვნებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს შეუფერხებლად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუმცა, რეალობაში ხშირად საწინააღმდეგო ეფექტს ვიღებთ. მასწავლებლები, როგორც წესი, უყურადღებოდ ტოვებენ მოსაზრებებს, რომლებიც თავად მათ მოსაზრებას არ ემთხვევა. ელოდებიან იმ ერთადერთ პასუხს, რომელიც მათ მიერ ჩაფიქრებულს შეესაბამება და, შემდეგ, უბრალოდ წყვეტენ პროცესს. არ ცდილობენ არა თუ წინა პასუხების განხილვას, არამედ არც იმას გამოკვეთენ, რატომ არის ბოლო პასუხი სწორი.

ფაქტობრივად ეს არის  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფორმით შენიღბული ერთი სწორი პასუხის პედაგოგიკა, რომელიც მრავალმხრივ დამაზიანებელია. ამ პროცესში  მოსწავლე იგნორირებულია, მისი აზრი უგულებელყოფილია. რაც რიგ შემთხვევებში დემოტივაციას იწვევს. მაშინაც კი, როდესაც მოსწავლეები ავლენენ კითხვებზე პასუხის ან განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის სურვილს, არგუმენტებითა და კონტრ–არგუმენ-ტებით მათი გადამოწმების გარეშე ვერ მოხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება. კრიტიკული აზროვნება მოსაზრებათა ეჭვქვეშ დაყენების, არგუმენტებითა და კონრარგუ-მენტებით მათი გადამოწმების პროცესს გულისხმობს, ამიტომაც სასწავლო პროცესში სწორედ ყოველი გამოთქმული მოსაზრების გაანალიზება და შეფასებაა მნიშვნელოვანი. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მასწავლებლის ეფექტურ უკუკავშირს ენიჭება. მასწავლებლის მოკლე კომენტარი, შესაბამისი კითხვები წარმოადგენს ინსტრუმენტს, კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსაზრებათა განხილვის პროცესი მოვაქციოთ სასწავლო პროცესის ცენტრში და მოსწავლეების მსჯელობაში წარმოჩენილი წარმატებული მომენტები გავხადოთ თვალსაჩინო.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. USAID/GEORGIA. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი. USAID/GEORGIA. თბილისი 2012.

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის. პროექტი – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. განათლება ყველასათვის, USAID/GEORGIA. თბილისი 2019.

სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. ელექტრული რესურსი ––extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...