ლექსების გარდა . . .
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.12საკვანძო სიტყვები:
სიმონ ბერეჟიანი, ქართული ემიგრანტული მწერლობაანოტაცია
სიმონ ბერეჟიანი ქართული ემიგრანტული მწერლობის საინტერესო წარმომადგენელია. ლიტერატურათმცოდნეების ყურადღების არეალში მოექცა მისი როგორც გერმანიაში, ასევე, საფრანგეთში გამოცემული პოეტური კრებულები. თუმცა, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც არაერთი საგულისხმო ტექსტია გამოქვეყნებული.
ამჯერად ყურადღება მინდა მივაქციოთ იმ საქმიანობას უცხოეთში, რამაც დიდი კვალი დააჩნია მის ცხოვრებას, თუმცა ვფიქრობ, მისი ტრაგიკული ბიოგრაფიაც საბედისწეროდ განსაზღვრა.
სიმონ ბერეჟიანი წერდა ლექსებს, პოემას, აქვს დაუმთავრებელი რომანი ,,ნიკოლა“. მთელი არსებით იხარჯებოდა შემოქმედებითად: სხვადასხვა თემით, ასპექტით, გამომსახველობის საშუალებების ძიებით. მისი პოეზია საგულისხმოა არაერთი ეროვნული კოდითაც, რომელიც არაერთ ტექსტში გამოვლინდა როგორც მხატვრული გამომსახველობის მეტაფორული საშუალება. როგორც ვთქვით, სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ მოქალაქეობრივ აქტივობაზე, რომელსაც ახალგაზრდა ,,თეთრი გიორგის“ მოძრაობის წევრი ავლენდა.
ის კარიკატურებსაც ხატავდა; ოღონდ პოლიტიკურ კარიკატურებს, რომლებშიც თავის იდეოლოგიას დებდა. ისინი შემორჩენილია, მაგრამ დაკარგულია ფერწერული ტილო, რომელზეც მოგონებებში იწერებოდა. წერდა პოლიტიკურ პამფლეტებსაც.
სიმონ ბერეჟიანის ბიოგრაფიიდან არაერთი ფაქტია ცნობილი, როცა ის არა მხოლოდ შემოქმედებითად, (ანუ, როცა თავად წერს) იხარჯება და ეს ერთი სათქმელი და საფიქრალი საქართველოა, საზღვარს იქით დარჩენილი ქვეყანა, არამედ მაშინაც, როცა აკაკი წერეთელს ანსახიერებს სცენაზე, შოთა რუსთაველსაც. ილიას ,,მგზავრის წერილების“ ინსცენირებაშიც იღებს მონაწილეობას და ალექსანდრე ბატონიშვილისადმი მიძღვნილ თეატრალიზებულ საღამოზე საკუთარ ლექსსაც (,,ბატონიშვილს“) წაიკითხავს.
თამარ პაპავას წიგნის - ,,დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ მომზადების საქმეში არაერთმა მნიშვნელოვანმა ქართველმა სხვადასხვა ფორმით და დანიშნულებით მიიღო მონაწილეობა. სიმონ ბერეჟიანი წიგნის კორექტორი გახლდათ.
კარგი მთხრობელიც იყოო, გაიხსენებენ ემიგრაციაში მისი მეგობრები. ამბებსაც უამბობენ მკითხველებს. საქართველოში მეორე ინტერნაციონალის დელეგაცის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სახალისო ამბავს მოყვება. მის ამ უნარს სხვებიც ხაზგასმით აღნიშნავენ.
სიმონ ბერეჟიანის ბიოგრაფია და შემოქმედება ერთ მთლიანობაშია საინტერესოც და საგულისხმოც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერეჟიანი ს.,- ნაწერები. გაზეთ ,,საქართველოს“ გამომცემლობა. ბერლინი. 1943. 75გვ.
იუნგი კ.გ., - ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. სიზმრები. გამომცემლობა ,,დიოგენე“. თბილისი. 1995. 350გვ.
სალია კ.,- მოგონებები. კრებული ,,კავკასიონი“ XIX. 17-18გვ. პარიზი. 1978.
სარედაქციო., - სამხედრო ფურცელი. გაზეთი ,,თეთრი გიორგი“ #9 XII. 28გვ. პარიზი. 1927 დამატება
უზნაძე დ.,- ზოგადი ფსიქოლოგია. სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 1940. 501გვ.
ქავთარაძე მ.,- მოგონებები. კრებული ,,კავკასიონი“ XIX. 19-26გვ. პარიზი. 1978.