ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული ზღაპარი ,,გოჩი“

ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული ზღაპარი ,,გოჩი“

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.11

საკვანძო სიტყვები:

ვაჟა-ფშაველა, ,,გოჩი“, ფოლკლორული ზღაპარი

ანოტაცია

ვაჟა-ფშაველამ ლიტერატურულ ზღაპარშიც, ისევე როგორც სხვა ჟანრში, მრავალმხრივი ინტერესები გამოავლინა. ,,გოჩი“ კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების კლასიკურ თემას მეტად  ორიგინალურად და ექსპრესიულად  გადმოგვცემს.

         დაკონკრეტებულია. მართალია, ამბავი გამოქვაბულის ეპოქაში ხდება, მაგრამ თვალსაჩინოა, რომ ავტორი თანამედროვეობას ეხმიანება, უფრო მეტიც, პირდაპირ ავლებს პარალელს  XIX საუკუნის ქართულ სინამდვილესთან. ერთგვარი მორალისტური ტენდენციის დართვით, ვაჟა-ფშაველა ხაზს უსვამს საზოგადოების გულგრილობასა და გაუკუღმართებას.

გოჩი ბოროტების ხორცშესხმული სახეა. მწერლის მხატვრული კონცეფციიდან გამომდინარე, მას სიკეთე უნდა დაპირისპირებოდა.

მაშინ, როცა სულის ტკივილი იგრძნო, გოჩმა ღმერთს სთხოვა დახმარება, მან კი ჩიტის სახით სიყვარული გამოუგზავნა. ნაწარმოებში შესანიშნავად არის წარმოჩენილი ინიციაციის პროცესი.

ახალ აღთქმაში მტრედი სულიწმინდის სახეა. ნათლისღების შემდეგ სულიწმინდა სწორედ მტრედის სახით გადმოვიდა, თუმცა საღვთისმეტყველო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეკლესია მტრედში გულისხმობს გვრიტსაც. ბიბლიის ადრეულ კომენტარებში წმინდა იერონიმე აღნიშნავს, რომ მტრედში ეკლესია მოიაზრებს არა ჩვეულებრივ მტრედს, არამედ გვრიტს. ამდენად, ფრინველი, ჩიტი, სულიწმინდად შეიძლება მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში არწივიც ღვთის სიმბოლოდაა მიჩნეული.

ლიტერატურულ ზღაპარში თანმიმდევრობით სრულდება ეგზორციზმის რიტუალი, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: ყოფნა, გატეხვა, შეჯახება და განდევნა. ცხადია, ღვთის ნების ტრიუმფით სრულდება პროცესი, თუმცა გოჩი ვერ შეძლებს მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნებას და დაეცემა.

გაუმაძღობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი ადამიანი თვით ღმერთს უპირისპირდება. ზღაპარში დიდი ჭადრისა და უსურვაზის (ვაზია ჯიშია) ჩრდილქვეშ მყოფი დედა - გულზე ახუტებული ყრმით, თავად ღვთისმშობელი უნდა იყოს, ყრმა იესოსთან ერთად.

ღვთის პირისპირ დარჩენილი ცოდვით დაცემული, გადაგვარებული ადამიანი ვერ ახერხებს დემონური ინსტინქტების დათრგუნვას. ის პირდაპირ ესხმის თავს სიკეთეს და მისი განადგურების შემდეგ თავსაც იღუპავს, რადგან ყოფნაში აზრს ვეღარ ხედავს. საგულისხმოა ისიც, რომ კლდიდან გადავარდნილი გოჩის სხეულიც ისევე დანაწევრდება, როგორც მაცხოვრის გამყიდველის, იუდა ისკარიოტელისა.

ფოლკლორული ზღაპრისაგან განსხვავებით, ნაწარმოები ტრაგიკულად სრულდება.

  ადამიანმა ვერ შეძლო იმ მადლის შენარჩუნება, რომელიც ღვთისგან ებოძა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვაჟა-ფშაველა, IX ტომი, გვ. 362. თბილისი. 1964.

კიკნაძე გ., ,,ვაჟა-ფშაველას შემოქმედება“, გვ.224. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.

ლეთოდიანი ა., ,,გვრიტის, მტრედისა და ორბის სიმბოლიკა ,,გიორგი მთაწმინდელის“ ცხოვრების“ მიხედვით.“ ,,ლიტერატურული ძიებანი”, # XXXIV, გვ141. თბილისი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2013.

ქურდოვანიძე თ., ,,ვაჟა-ფშაველა და ქართული ფოლკლორი“, გვ.262. თბილისი.უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011.

ვაზი- სიცოცხლის ხე https://www.press.tsu.ge/data/file_db/nashromebi/vazi.pdf 29.10.2023

შარაბიძე თ. file:///C:/Users/user/Downloads/litresearch,+DZIEBANI+39-35-48%20(4).pdf 1.11.2023

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1323) 27.10.2023.

ვაჟა-ფშაველა https://tagiweb.wordpress.com/2012/03/19/gochi/ 25.10.2023

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...