ლირიკული თანხვედრანი მსოფლიო პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.10საკვანძო სიტყვები:
პარალელური მოტივებისა, ლირიკული თანხვედრაანოტაცია
ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, გათვალისწინება პარალელური მოტივებისა. ამით ჩვენ გავარკვევთ ნაციონალური მწერლობის ზოგიერთ წყაროსაც.
1828 წელს დაწერა მიცკევიჩმა „ფარისი“. მიჩნეულია, რომ „ფარისი“ იყო ბარათაშვილისათვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, როდესაც იგი თავის „მერანს“ წერდა. გარდა საერთო კულტურული ისტორიული ფონისა, კონკრეტული ფაქტებისა და მწერალთა განწყობისა, ამ ორ ლექსს შორის არაერთ პოეტურ თანხვედრას ვხვდებით. „ფარისის“ გავლენითაა ასევე დაწერილი ცნობილი უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის პოეტური ქმნილება „მერანი“ „ფარისის“ თემაზე შექმნილ ლირიკულ ნიმუშებად შეგვძლია ასევე მივიჩნიოთ რენე ფრანსუა არმან სიული პრიუდომის „ჭენება“, ვაჟა-ფშაველას „ლურჯა“ და ჰაინრიხ ჰაინეს უსათაურო ლექსი ***„კვლავ დამიბრუნდა ჯეელის ჯანი“.
ყველა ლექსი გამოხატავს ადამიანის სწრაფვას სიკეთისა, თავისუფლებისა და უსაზღვროებისაკენ. ყველა ავტორისათვის პოეტური ხატი მერანის სახეა, ისინი მსგავსი მხატვრული გრძნობით ქმნიან თავიანთ შედევრებს.
აღსანიშნავია, რომ ადამ მიცკევიჩის „ფარისის“ ლიტერატურული პარადიგმა ვლინდება მსოფლიო პოეზიის ნიმუშებში. ამ იდეის მატარებელი პოეტური ქმნილებები შეიძლება ჩავთვალოთ ერთი ციკლის ლექსებად და მათ ვუწოდოთ „ფარისის“ ციკლის ლექსები.
ნაშრომში ვსაუბრობთ იმის შესახებაც, თუ რომელი პოეტური ნიმუში შეგვიძლია, მივიჩნიოთ „ფარისის“ ციკლის ლექსების ლიტერატურულ საფუძვლად. „ფარისის“ ციკლის ლექსების ლიტერატურულ საფუძვლად შეგვიძლია, მივიჩნიოთ გოეთეს ლექსი „მეეტლე კრონოსს“, რომელიც მან 1774 წელს დაწერა. ლექსი გოეთეს ფილოსოფიური ლირიკის საუკეთესო ნიმუშია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბარათაშვილი ნ., - თხზულებანი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1972. 235გვ.
გიორგაძე ე., - როგორ დაიწერა „მერანი“. გამომცემლობა „ინტელექტუალური თაობა“. თბილისი. 1996. 16 გვ.
გოეთე ი., - გოეთეს საუბრები ეკერმანთან. გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“. ბათუმი. 1988. 268 გვ.
გოეთე ი., - ლექსები. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“. თბილისი. 267 გვ.
გოეთე ი., - რჩეული ლირიკა. გამომცემლობა „მერანი“. თბილისი. 1972. 300 გვ.
ვარდოშვილი ე., - ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2018. 202 გვ.
ვარდოშვილი ე., - ქართულ - ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2022. 202 გვ.
ვაჟა-ფშაველა, - თზზულებანი. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“. თბილისი. 1960. 906 გვ.
კენჭოშვილი ი., - ქართულ - ევროპული პოემების პარალელები. ლიტერატურული ურთიერთობები. ტ. V. გვ. 89-102 . გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი. 1974.
მიქაძე მ., ლიტერატურული ალუზიები და ენობრივი პარალელები ბარათაშვილის „მერანისა“ და მიცკევიჩის „ფარისის“ მიხედვით,ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა:, №24, 2020, გვ. 64-71, https://enadakultura.com
მიცკევიჩი ა., რჩეული თხზულებანი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართვრლო“. თბილისი. 731 გვ.
პეტეფი შ., - რჩეული. გამომცემლობა „მერანი“. თბილისი. 219 გვ.
ჯიბლაძე გ., - ბარათაშვილის პოეტური გენია. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი. 1968 487 გვ.
ჯინორია ო., - გერმანული ფილოსოფიური ლირიკა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 1981. 122 გვ.
ჰაინე ჰ., - რჩეული თხზულებანი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1978. 974 გვ.
ჰიდაში ა., - შანდორ პეტეფი. გამომცემლიბა „ნაკადული“. თბილისი. 1961. 318 გვ.