ჰექსამეტრული სურათ-ხატი ლიტერატურაში (ინგა ბახტაძის ,, თვალთა მიღმა“)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.08საკვანძო სიტყვები:
ჰექსამეტრული ელემენტები, იმაგო, რიტმული პროზა, პოეტურ-მუსიკალური მედიტაციები, დინამიური ნარატივი, ანტითეზი და ოქსიმორონიანოტაცია
სულიერი არისტოკრატიზმი, ლირიკული ნაკადის სიჭარბე, თხრობის მუსიკალურობა, სიტყვაკაზმულობა, ფორმისა და იდეის მაქსიმალური სრულყოფილი თანხვედრა - ასეთი გახლავთ ევროპული ორენტაციის მწერალისა და ხელოვნებათმცოდნის - ინგა ბახტაძის შემოქმედებითი სამყარო, რომელში შეხწევის მოკრძალებულ მცდელობასაც წარმოადგენს წინამდებარე კვლევა. მის ტექსტებში, განსაკუთრებით ესეებსა და ნოველებში, სიტყვა და მუსიკა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ინტონაცია, რიტმულობა, ტემპი, რითმა, დინამიკა, პაუზები - უაღრესად მრავალხმოვანსა და მელოდიურს ხდის მის ღრმააზრობრივ ნარატივს, რომელშიც თანაბრად არის ჩართული მაკრო და მიკროსამყარო, მარადისობა და წარმავლობა, ადამიანური და ღვთაებრივი, ეგო და ალტერ ეგო, რაც მძაფრ ზემოქმედებას ახდენს მკითხველის როგორც გონებაზე, ასევე გრძნობებზე. რიტმული პროზის თვალსაზრისით განსკაუთრებულ ყურადღებას იპყრობს ესე - ,,თვალთა მიღმა (Ego-სა და alter ego-ს გათამაშება)“, ეს არის ლიტერატურული ნარკვევი, ეტიუდი, ,,პოეზიაში გადასული ხილული ფილოსოფია“, რომელიც აგებულია ჰექსამეტრული ლექსწყობის მსგავსი სტრუქტურით, რომელსაც ავტორი იყენებს როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, სურათ-ხატს, იმაგოს გამოსახულების შესაქმნელად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერაძე პ., -ჰეგზამეტრი და გრძელი შაირის ლექსი, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო. თბილისი. N20, 16 მაისი, 1942
ბერაძე პ., - ძველბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები. თსუ გამომცემლობა. თბილისი, 1969
ბერაძე პ.,- ჰეგზამეტრის გენეზისისათვის, ჟურნალი ,,მნათობი”. თბილისი. N7. 1948
ბახტაძე ი., - თალხი პერანგი, ნოველები , ესეები. 2023. 351გვ.
ბახტაძე დ., - სამაგალითო ერუდიტი, ჟურნალი ,,ქართველოლოგია“, 2023 , გვ. 13
ურუშაძე აკ., - ბერძნულ რომაული და ქართული მეტრიკის საკითხები. თბილისი. 1980, 142 გვ.
ჯალიაშვილი მ., - პროზის მუსიკა . 2020 (https://mastsavlebeli.ge/?p=28171)
ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში http://dictionary.css.ge/content/ego