ქართული კოგნიტური მეტაფორის რეალიზაციის თავისებურებები
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.02საკვანძო სიტყვები:
მეტაფორა, კოგნიტიური მეტაფორა, უნივერსალიებიანოტაცია
სტატია ეხება კოგნიტურ მეტაფორათა არსებობას ენაში, რომელთა კონკრეტული შინაარსი მათი შემქმნელი კულტურის თავისებურების გამომხატველია.
ადამიანები გარემომცველ სინამდვლეს მეტაფორულად აღიქვამენ. მათი ცნებითი სისტემა მეტაფორულია თავისი არსით. სწორედ ეროვნულ აღქმაში არსებობს კოგნიტური მეტაფორა , რომელიც არ მოიპოვება მატერიალიზებული ფორმით, მაგრამ მის არსებობას ადასტურებს ენაში არსებული მეტაფორული გამოთქმები.ენისთვის დამახასიათებელ მეტაფორულ მექანიზმებში ვლინდება ეროვნული მსოფლხედვის თავისებურება.
კოგნიტური მეტაფორა მიჩნეულია ენობრივ უნივერსალიად. კოგნიტური მეტაფორები ქართულ ენაში არანაკლები რაოდენობით არის წარმოდგენილი ვიდრე ინგლისურში თუმცა ნაკლებად არის მოძიებული და შესწავლილი. მოცემულ სტატიაში საუბარი არის სწორედ ქართულ კოგნიტურ მეტაფორაზე და მისი რეალიზაციის თავისებურებებზე. მაგალითისთვის, ნაშრომში განხილულია ქართულში არსებული კოგნიტური მეტაფორა-ცოდნა სიმდიდრეა.
ცოდნა აბსტრაქტული მოვლენაა. იგი უფრო რთული ფენომენია. სიმდიდრე , ქონება კი ხილული და კონკრეტულია. ამგვარად, მეტაფორის სემანტიკური სტრუქტურის ერთ-ერთი პრინციპი აქაც დაცულია. ცოდნა თავისტავად ერთგვარი განძია, ოღონდ არამატერიალური. ცოდნა შეიძლება შეიძინო სწავლის შედეგად. ასევე სიმდიდრე შეიძლება მოიხვეჭო გარკვეული ძალისხმევით. თუ გარკვეული ცოდნა გაქვს, შეგიძლია სხვას გაუზიარო. ასევე მატერიალური დოვლათი შეიძლება სხვას გაუნაწილო. თუ ცოდნა საფუძვლიანი არა არის შეიძლება დაგავიწყდეს. სიმდიდრეც შეიძლება დაკარგო. ცოდნა შეიძლება გაიღრმაო, ასევე შეიძლება გაზარდო მატერიალური დოვლათი. ამგვარად ცოდნა შეიძლება შეიძინო, მიიღო, გასცე, მოიპოვო, დაეუფლო, გაუნაწილო ან გაუზიარო ვინმეს, გაზარდო (გრიგალაშვილი, 2005:81).
კოგნიტური მეტაფორა უნივერსალური მოვლენაა, ამავე დროს მეტაფორის სპეციფიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ ენის სულის სპეციფიკად. იგი აღმოცენდება ერის კულტურულ წიაღში. ამჯერად ჩვენ განვიხილეთ კოგნიტური მეტაფორის მაგალითები ქართულში იმის დასტურად, რომ იგი როგორც უნივერსალური მოვლენა არსებობს ქართულ ენაში და აზროვნებაში და ამავე დროს იგი როგორც თვითმყოფადი ეროვნული კულტურის ნაყოფი გამოავლენს, რომ კულტურების სხვაობა ეროვნული აღქმის სხვაობა ამ კულტურათა ენებში აისახება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გრიგალაშვილი თ.,-კოგნიტური მეტაფორა ინგლისურ და ქართულ ენებში. დისერტაცია. გვ. 76-81. თბილისი. 2005.
ჭავჭავაძე ი., „პუბლიცისტური წერილები“, გვ97-99. გამომცემლობა“საბჭოთა საქართველო“ . თბილისი, 1987.
Lakoff G.,-Linguistics and Natural Logic. P 25-26. London, 1978.
Lakoff G & Johnson M., -Metaphors We live by. P. 54-56. Chicago, 1980.