რეცენზია - ანალიტიკური ჟურნალისტური ჟანრის ჭრილში

რეცენზია - ანალიტიკური ჟურნალისტური ჟანრის ჭრილში

ავტორები

  • ნათია ჯიქია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნუნუ ჩარკვიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.26

საკვანძო სიტყვები:

რეცენზია, ანალიზის საგანი, რეცენზენტი

ანოტაცია

რეცენზია მხატვრულ-ანალიტიკური პუბლიცისტური ჟანრია, რომელიც მხატვრული ან სამეცნიერო ნაწარმოების შეფასების შედეგად იწერება. ეს არის ავტორისეული შეფასება იმ მხატვრული ნაწარმოებისა (კინო, სპექტაკლი, წიგნი, ხუროთმოძღვრების ნიმუში, სახვითი ხელოვნების გამოფენა), რომელიც არკვევს საკითხს: „რა სურდა ეთქვა ავტორს და როგორ გამოხატა მან ეს?“ სხვა საგამომძიებლო ჟანრებთან შედარებით სხვაობა რეცენზიისა იმაშია, რომ ანალიზის საგანს წარმოადგენს რეალობის ასახვა, ანუ იმ რეალობისა, რომელმაც ჰპოვა უკვე ასახვა შემოქმედებით ნაწარმოებში- ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით, ამიტომაც ავტორი ყოველთვის შეუსაბამებს საკუთარ შეხედულებებს იმ გარემომცველ სამყაროს, რამდენადაც ეს სამყარო გადმოცემულია მიმოხილულ ნაწარმოებში. რამდენადაც მხატვრული ნაწარმოები - ესაა სახეების კონცენტრირებული სისტემა, რომელიც ასახავს მხატვრის შთაბეჭდილებას მის გარემომცველ სინამდვილეზე, კრიტიკოსი ცდილობს გაიგოს, რა სურდა ეთქვა ავტორს და როგორ აისახა  ნაწარმოებში. ესაა ძიება კითხვებზე პასუხებისა: „რა სურდა ეთქვა ავტორს?“ და „როგორ თქვა?“- ეს ყოველივე კი გვეხმარება შევქმნათ ერთიანი წარმოდგენა რეცენზირებად საგანზე და განაპირობებს ჟურნალისტური ტექსტის მიზანდასახულებას. ტექსტის შექმნის პროცესი სარკისებურად აირეკლავს კრიტიკოსი-პუბლიცისტის აზროვნების მსვლელობას. მიმოხილვა უნდა იყოს მკაფიო შინაარსითა და ფორმით, ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა კატეგორიის მკითხველებისთვის, მსმენლებისთვის, მაყურებლისთვის. ამისთვის რეცენზენტმა ღრმად უნდა შეისწავლოს განსახილველი ნაწარმოები იმ პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით, რომლითაც ხელმძღვანელობდა მწერალი, მეცნიერი ან მხატვარი, შეძლოს ანალიზის მეთოდების გამოყენება და თავისუფლად ფლობდეს განხილული ნაწარმოების ენას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მ. ვეკუა, ჟილ რუე, „ჟურნალისტიკა“, თბილისი, ავტორთა ჯგუფი, გამომც. „მერიდიანი“, გთსუ, 2013წ.(244-245)

მელვინ მენჩერი „ახალი ამბების წერა“, კოლუმბიის უნივერსიტეტი, 2013 წ., (169-191)

Тертычный А.А.ЖАНРЫ ПЕРИОДИЧЕСКОЙ ПЕЧАТИ,Учебное пособие , Аспект Пресс, 2000, http://www.evartist.narod.ru/text2/01.htm

Смирнов В.В.ЖАНРЫ РАДИОЖУРНАЛИСТИКИУчебное пособие для вузов,М.: Аспект Пресс, 2002. http://evartist.narod.ru/text9/40.htm

A review is an artistic-analytical journalistic genre

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-22

გამოცემა

სექცია

ჟურნალისტიკა
Loading...