ემიგრანტული და დისიდენტური პრესის ურთიერთანამშრომლობის ფორმები და მათი როლი საბჭოთა სისტემის რღვევაში (მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების პერიოდიკის მიხედვით)

ემიგრანტული და დისიდენტური პრესის ურთიერთანამშრომლობის ფორმები და მათი როლი საბჭოთა სისტემის რღვევაში (მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების პერიოდიკის მიხედვით)

ავტორები

  • ნანული ტალახაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.25

საკვანძო სიტყვები:

დისიდენტი, ,,თვითგამოცემა“, ემიგრანტული პრესა, პოლიტიკური ემიგრაცია, ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ოპოზიციური პლატფორმა

ანოტაცია

ნაშრომი  იკვლევს XX საუკუნის  70-80-იან წლებში  ქართული  პოლიტიკური ემიგრაციისა და ე.წ.  საბჭოთა დისიდენტების კომუნიკაციის შესაძლებლობებსა და განხორციელების გზებს მედიურ ჭრილში. დავინტერესდით   კონტრასტულ მედიაველებში  ფუნქციონირებადი  პლურალისტური  ემიგრანტული პრესისა  (,,ჩვენი დროშა“,    ,,ივერია“, ,,თავისუფლების ტრიბუნა“, ,,გუშაგი“) და საბჭოთა საქართველოში, ერთპარტიულ იდეოლოგიზირებულ მედიაგარემოში  არალეგალურად  დაბეჭდილი  ე.წ. თვითგამოცემების  (,,ოქროს საწმისი“  და,,საქართველოს მოამბე“, 1975-1976 წწ.) ურთიერთთანამშრომლობის  ფორმებით და მათი წვლილით   საბჭოთა  სისტემის რღვევაში.  შევისწავლეთ ვრცელი ემპირიული მასალა, სათანადო წყაროები,   საგაზეთო პუბლიკაციები, სამეცნიერო სტატიები და კვლევის ისტორიულ-შედარებითი (კომპარატივისტური)  და კონტენტ ანალიზის მეთოდის  გამოყენებით   გამოვკვეთეთ მონიშნული პერიოდის  ისტორიულ-პოლიტიკური რეალობის კონტექსტში  დისიდენტური და ემიგრანტული მედიების  კონსპირაციული კავშირები, ურთიერთგავლენა და  პოლიტიკური ბმები, ასევე   პუბლიცისტური დისკურსისა  თუ ღირებულებითი ხედვების  თავისებურებანი. ქართული დისიდენტური და ემიგრანტული  პრესა, რომელიც  გაჯერებული იყო ანტისაბჭოთა ნარატივით,   ის ერთობლივი ოპოზიციური პლატფორმა აღმოჩნდა, რომელმაც  თავისი   წვლილი შეიტანა  საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებასა და საბჭოთა  სისტემის რღვევაშიც.   

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბენდიაშვილი ალ., დაუშვილი ალ., ნათმელიძე მ. ,- საქართველოს ისტორია, (საქართველო XIX-XX საუკუნეებში), ტომი IV, გამომცემლობა ,,პალიტრაL“. თბილისი. 2020.

დავითაშვილი ზ., ქართული ნაციონალიზმი საბჭოთა პერიოდში“, თსუ, სამეცნიერო შრომების კრებული ,,სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“. № 3. თბილისი, 2015

გაზეთები :

,,ოქროს საწმისი“, ქართული თვითგამოცემა 30 წლისაა გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“. თბილისი. 2006.

ტალახაძე ნ.,- ნაციონალური იდენტობის პრობლემები საბჭოთა პერიოდის დისიდენტურ მედიაში. თსუ, სამეცნიერო შრომების კრებული ,,სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა, № 2. თსუ, 2014

პრესა:

ჩვენი დროშა, 1975 #83, 1977 # 89, 1978 #91, 1979 #92

თავისუფლების ტრიბუნა“ 1974 #1, #2 #3 , 1976 #11-1

ივერია, 1978 #20

გუშაგი 1984 #2. 1985 #4.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-22

როგორ უნდა ციტირება

ტალახაძე ნ. (2022). ემიგრანტული და დისიდენტური პრესის ურთიერთანამშრომლობის ფორმები და მათი როლი საბჭოთა სისტემის რღვევაში (მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების პერიოდიკის მიხედვით). ენა და კულტურა, (28). https://doi.org/10.52340/lac.2022.25

გამოცემა

სექცია

ჟურნალისტიკა
Loading...