ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა ქართულ სამეცნიერო სივრცეში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.24საკვანძო სიტყვები:
ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა, სინკრეტიზმიანოტაცია
ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა ცნობილი ფილოსოფოსია, რომელიც მოღვაწეობდა რენესანსის ეპოქაში, 1463-1494 წლებში. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ ფილოსოფიურ მიმდინა-რეობებს: სინკრეტიზმს - რელიგიათა ერთიანობას, ნატურფილოსოფიასა და ქრისტიანულ კაბალას, რომელიც არის საფუძველი დღევანდელი დასავლური მისტერიის ტრადიციისა. ქართულ სამეცნიერო სივრცეში არ მოიპოვება მირანდოლაზე მრავალი ინფორმაცია ნაშრომთა სიმწირის გამო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე არაფერია ქართულად დაწერი-ლი. მირანდოლას მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და საერთო-საკაცობრიო ღირებულების შინაარსი ილია ჭავჭავაძემ (1837-1907), 1888 წელს, „ივერიაში“ კარგად გააცნო თავის მკითხველს. ეთერ ჯაჭვაძე წიგნში „მშფოთვარე საუკუნე“ საუბრობს რენესანსის ეპოქის კორიფეების შესახებ, რომელთა გვერდითაც მოიხსენიებს ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას. ქართული სამეცნიერო ნაშრომების განხილვისას, აუცილებლად უნდა შევეხოთ მარიამ კარბელაშვილსა და მის ნაშრომს - „რენესანსული ანთროპოცენტრიზმის ქრისტიანული საფუძვლები: რუსთაველი და პიკო დელა მირანდოლა“. ჭავჭავაძის მსგავსად კარბელაშვილი ეხება მირანდოლას ფილოსოფიის ძირითად ასპექტს - ადამიანს. კარბელაშვილი ჯერ განმარტავს რენესანსის არსს, რენესანსულ ანთროპოცენტრიზმს და ამის შემდეგ გადადის ჯოვანი პიკოს როლზე ამ სფეროში: კარბელაშვილმა პიკო ნამდვილად ძალზედ საინტერესო სახით წარმოადგინა, მან გამოყო მირანდოლას ფილოსოფიის მთავარი საკითხი - ადამიანის როლი სამყაროში და წინ დაუყენა შოთა რუსთაველის შეხედულებას ამავე საკითხზე და დაგვანახა, რომ ისინი იდენტურია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გ. თევზაძე. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი. 2008.
გ. თევზაძე. შუა საუკუნეების ისტორიის ფილოსოფია. თსუ გამომცემლობა. 1996.
ი. ჭავჭავაძე. გაზ.“ივერია“. 1888 წელი
მ.კარბელაშვილი. რენესანსული ანთროპოცენტრიზმის ქრისტიანული საფუძვლები: რუსთაველი და პიკო დელა მირანდოლა. III საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები''. სიმპოზიუმის მასალები. თბილისი 2010
ფ. ლომაშვილი. ისტორიის ფილოსოფიის ისტორია. ტომი I. გამომცემლობა „ივერია“. თბილისი, 2003
ე.ჯაჭვაძე. მშფოთვარე საუკუნე. გამომცემლობა „მერიდიანი''. თბილისი. 2009 .
M. V. Dougherty, ed. Pico Della Mirandola. New Essays. Cambridge University Press, Cambridge, New York, 2008.
S.A. Farmer. Sincretism in the west: Pico’s 900 Theses (1486). The Evolution of Tradicional Religious and Philosophical Systems Medieval & Renaissance texts & studies. Tempe, Arizona. 1998
Л. М. БРАГИНА. ЭТИЧЕСКИЕ ВЗГЛЯДЫ ДЖОВАННИ ПИКО ДЕЛЛА МИРАНДОЛА. АКАДЕМИЯ НАУК СССР. ИНСТИТУТ ИСТОРИИ. СРЕДНИЕ ВЕКА. СБОРНИК. ВЫПУСК 28. МОСКВА: ИЗДАТЕЛЬСТВО" НАУКА". 1965.