სასწავლო კურსის იმპლემენტაციის გამოწვევები აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.22საკვანძო სიტყვები:
ბავშვთა უფლებები, საგანმანათლებლო პროგრამები, სილაბუსი, სტუდენტთა კმაყოფილებაანოტაცია
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეჭიროთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც ყოვლისმომცველი სამართლებრივი აქტია და მოიცავს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხს, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად, ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეულ ჩვენგანს, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია წვლილი შევიტანოთ მის სრულფასოვნად დანერგვასა და განხორცილებაში. სწორედ ამ გზით შევძლებთ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ახალი ღირებულებების და ნორმების დამკვიდრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძოდ, პედაგოგიური ფაკულტეტების როლი, რათა ჩამოაყალიბოს ახალი ტიპის აღმზრდელები/პედაგოგები, რომლებიც შეძლებენ ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტებით ოპერირებას სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებული, ბავშვის სოციალური აქტივობის ყველა სფეროში. 2022 წლის ივლისის თვეში კვლევა დაიგეგმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მას შემდეგ რაც გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ხელშეწყობით მოხდა ბავშვის უფლებების სილაბუსის „ბავშვის უფლებები, თეორია და პრაქტიკა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ინტეგრირება მოხდა სილაბუსების - „ბავშვთა უფლებები“ (Childs Right) და „ბავშვის უფლებები თეორია და პრაქტიკა (Childs Right Teory and Practice) ქართულ და ინგლისურ ენებზე ინტეგრირება „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაში „დაწყებითი განათლება“, სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“ და „სკოლამდელი განათლების’’ საბაკალავრო პროგრამაში. კვლევის მიზნები იყო შეგვესწავლა სტუდენტთა კმაყოფილება შეთავაზებული კურსით; გამოგვევლინა რამდენად შესაძლებელია კურსის მიერ დასახული მიზნების მიღწევა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დაგვეგეგმა ცვლილებები კურსის გაუმჯობესების მიზნით. კვლევამ გამოავლინა, რომ კურსის სწავლების აუცილებლობა, რადგან ბავშვთა უფლებების დასაცავად საჭიროა მათი ცოდნა და ადვოკატირების უნარების გამომუშავება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
უშინსკი კ. დ. რჩეული პედაგოგიური ნაშრომები, ტ. I მოსკოვი, 1974. გვ. 231.
Ending violence against children: six stages for action, UNICEF, New York 2014
UNICEF strategic plan 2014-2017, New York, UNICEF 2014, p.6
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები https://www.un.org/sustainabledevelopment/
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში https://idfi.ge/ge/extent_of_sdgs_integration_in_national_public_policy_system_of_georgia
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი https://sdg.gov.ge/text-page/34
ბავშვის უფლებათა კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=2