როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების განვითარებას
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.21საკვანძო სიტყვები:
ზეპირი მეტყველება, სამეტყველო უნარებიანოტაცია
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს ზეპირი მეტყველების კულტურა, განვუვითაროთ ძირითადი სამეტყველო უნარები- წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ზეპირმეტყველების განვითარება, რამეთუ ,,ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანმიმდევრულად განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას“. ენა საზოგადოებრივი მოქმედებაა, იგი საჭიროა, როგორც ურთიერთობის საშუალება. ენა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა მისი დახმარებით შეძლოს გამოხატოს საკუთარი განცდები, ემოციები, იდუმალი აზრები. თანამედროვე სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისეთი პიროვნების აღზრდა, რომელიც ფლობს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში. მიზანი არის არა ის, რომ მოსწავლემ იცოდეს რაც შეიძლება ბევრი, არამედ ის, რომ შეეძლოს ადექვატურად იმოქმედოს ნებისმიერ სიტუაციაში და გადაჭრას პრობლემები. ბავშვს უნდა ვასწავლოთ სამეტყველო ენა, დავაუფლოთ იმ ენობრივ ნორმებს, რომლებიც დამკვიდრდა ენაში ისტორიის მანძილზე. ითვისებს რა ამ ნორმებს, ფორმირდება ბავშვის მეტყველება, შეხედულებებები, ყალიბდება პიროვნებად, მეტყველება ადამიანს სჭირდება ყოველ ნაბიჯზე, ყოველგვარ საქმეში. მეტყველება ხომ აზრის გამოხატვის, ადამიანთა შორის ურთიერთობის, ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულყოფის აუცილებელი საშუალებაა; ადამიანის მოქმედების ისეთი სახეა, რომელიც ენობრივი საშუალებების გამოყენების საფუძველზე ახდენს აზროვნების რეალიზაციას; ასრულებს ურთიერთობის, ემოციური თვითგამოხატვისა და სხვა ადამიანებზე ზეგავლენის ფუნქციას. კარგად განვითარებული მეტყველება თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის აქტიური საქმიანობის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ხოლო მოსწავლისათვის- სკოლაში წარმატებული სწავლის აუცილებელი პირობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
• ეროვნული სასწავლო გეგმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2018-2024.
• უზნაძე დ., - სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. გამომცემლობა ,,ნეკერი“. 1998.
• Виготский Л., - Речь и мышление. Редагогика. 1996.