ლიტერატურული გავლენა და ავტორის ტექნიკა მარიო ვარგას ლიოსას რომანში „ქალაქი და ძაღლები“
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.20საკვანძო სიტყვები:
მარიო ვარგას ლიოსა, „ქალაქი და ძაღლები“, ლიტერატურული გავლენა, ნარატიული ხერხებიანოტაცია
პერუელი ნობელიანტის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი „ქალაქი და ძაღლები“ ლათინოამერიკული ბუმის პირმშოა. ვარგას ლიოსა ბუმის უკანასკნელი წარმომადგენელია, გაარღვია აღწერის ნატურალისტური წარმოდგენის მოდელი და მოიპოვა ესთეტიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ევროპული გამოცდილებითა და თხრობის ინოვაციური ფორმების აღმოჩენით იყო სტიმულირებული. მის შემოქმედებაში ასახულია სამი სამყარო: ლოგიკური სამყარო, თამაში გამოგონილსა და რეალობას შორის და რეალობა, რომელიც გამონაგონად, ლიტერატურულ შემოქმედებად იქცევა. მისი თხრობა ხასიათდება ტექნიკური ექსპერიმენტებით, რთული სინტაქსით და თხრობის განსხვავებული ფორმებით, რაც გამოიხატება თხრობის ფოკუსირების მრავალფეროვნებაში, ქრონოლოგიის რღვევაში, შინაგან მონოლოგში, ურბანული თხრობის მანერასა და პერსონაჟების ორაზროვან ხასიათში, რაც ნათლად არის გამოხატული მის პირველ რომანში „ქალაქი და ძაღლები“. როგორც ლათინოამერიკული ბუმისთვის იყო დამახასიათებელი, „ქალაქი და ძაღლები“ ტრადიციული ლიტერატურისაგან გადახვევას წარმოადგენდა. წინა თაობის ლათინოამერიკელი მწერლები რეალისტური და სოციალური ასპექტების წარმოსაჩენად მარტივ მხატვრულ ფორმებს იყენებდნენ. მარიო ვარგას ლიოსამ კი აღნიშნული გარემოებების წარმოსაჩენად, თხრობის ინოვაციური ფორმები და სტრუქტურები აირჩია, მან გმირების ხმები გამოგონილი ამბისათვის ინტიმური და ფსიქოლოგიური იერის შესაძენად გამოიყენა. მოდერნისტული ტექნიკის საშუალებით ავტორს სურს დაგვანახოს გმირების შინაგანი სამყარო, მათი ფიქრები და განცდები, რაც ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი მომენტიდან მეორეზე, ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადახტომაში მდგომარეობს. პერსონაჟების სხვადასხვა პრობლების წინა პლანზე წამოწევით, როგორებიცაა განათლების დონე, წეს-ჩვეულებები, ლექსიკა, ძალადობრივი მოპყრობა, მანერები, სიმბოლიკა, ეგზისტენციალური კრიზისი და ა. შ., ავტორი კიდევ უფრო ამძაფრებს რეალურობის დონეს და საშუალებას აძლევს მკითხველს მარტივად აღიქვას ობიექტური რეალობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Cercas J., - La Pregunta de Vargas Llosa. Rae.es. 2012. p. 484. https://www.rae.es/sites/default/files/Epilogo_Javier_Cercas_La_pregunta_de_Vergas_Llosa.pdf (ბოლო წვდომა: 01.05.2022)
Garayar C., - La Ciudad y Los Perros: La Creación de un Lector. Rae.es. 2012. p. 502, 503. https://www.rae.es/sites/default/files/Epilogo_Carlos_Garayar_La_ciudad_y_los_perros._La_creacion_de_un_lector.pdf (ბოლო წვდომა: 01.05.2022)
Hahn Ó., - La Ciudad y los Perros: Testimonio de una Lectura y Otros Sucesos Colaterales. Estudios Públicos 122. Dialnet. 2011. p. 51-52. https://dialnet.unirioja.es/servlet/articulo?codigo=7822518 (ბოლო წვდომა: 01.05.2022)
Kristal E., - Refundiciones Literarias y Biográficas en La Ciudad y Los Perros. Rae.es. 2012. p. 542, 555. https://www.rae.es/sites/default/files/Epilogo_Efrain_Kristal_Refundiciones_literarias_y_biograficas_en_La_ciudad_y_los_perros.pdf (ბოლო წვდომა: 01.05.2022)
Oviedo J. M., - La Primera Novela de Vargas Llosa. Rae.es. 2012. p. 55. https://www.rae.es/sites/default/files/Jose_Miguel_Oviedo_La_primera_novela_de_Mario_Vargas_Llosa.pdf (ბოლო წვდომა: 01.05.2022)
Vargas Llosa M., - Discovering a Method for Writing. Sartre, Military School, and The Time of the Hero. A Writer´s Reality. Syracuse. Syracuse University Press. 1991. p. 39. https://cpb-us-e1.wpmucdn.com/blogs.uoregon.edu/dist/5/11432/files/2016/04/Vargas-Llosa_Discovering-a-Method-for-Writing-26sphya.pdf (ბოლო წვდომა 15.02.2022)
Vargas Llosa M., - Real Academia Española. Presentación de ¨La Ciudad y Los Perros¨. 20.07.2012. https://www.youtube.com/watch?v=FGHdtgz1RyI (ბოლო წვდომა: 08.04.2022)
Villanueva D., - De La Ciudad y Los Perros al Nobel de Literatura. Rae.es. 2012. p. 117, 123. https://www.rae.es/sites/default/files/Dario_Villanueva_De_La_ciudad_a_los_perros_al_Nobel_de_Literatura.pdf (ბოლო წვდომა: 01.05.2022