მისტიკური სამყაროს სურათი ფრანც კაფკას ნაწარმოებებში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.18საკვანძო სიტყვები:
ებრაული მისტიკა, ფრანც კაფკა, ეზოთერიაანოტაცია
ნაშრომში განხილულია ებრაული მსოფლმხედველობის, ტრადიციების, განსაკუთრებით კი ებრაული მისტიკის გავლენა ფრანც კაფკას პიროვნებაზე და მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე. ფ. კაფკა თავის პროზაულ ნაწარმოებებში და ეზოთერულ ჟანრში დაწერილ აფორიზმებში, უხვად იყენებდა სიუჟეტებსა და კონტექსტებს კაბალას სხვადასხვა ვარიანტებიდან და ჰასიდური მისტიკიდან. კაფკას ნაწარმოებებში უხვად ვხვდებით კაბალას „კვალს“: მოტივებს, თემებსა და ფიგურებს, ასევე, პოპულარულ ჰასიდურ ლეგენდებს, ბიბლიის ინტერპრეტაციებს, ქადაგებებს და ა. შ. ეს ინტერტექსტუალური პარალელები მკითხველს მიანიშნებენ ფ. კაფკას ნაწარმოებების სიღრმისეულ დონეზე, რომლის დეკოდირების გარეშე მისი გაგება შეუძლებელია. კაბალისტური ქვეტექსტი განსაკუთრებით იგრძნობა კაფკას რომანში „პროცესი“, მოთხრობებში „კანონის წინაშე“ და „სახეცვალება“. ამ ნაწარმოებებში წინა პლანზეა წამოწეული ცხოვრებისეული პრობლემებისგან და ცოდვებისაგან თავის დაღწევის, ჭეშმარიტი გზის მიგნების ცდები. კაბალაში გამოთქმულ რწმენას, რომ ადამიანს თეურგიის გზით, თვით უფალზეც კი შეუძლია ზემოქმედება, კაფკას ნაწარმოებების გმირები კარგავენ. თავისი პასიური თეურგიის გამო ისინი ვერ აღწევენ „უმაღლეს ინსტანციას“ და ეგუებიან თავიანთ ტრაგიკულ ბედს. ფ. კაფკა უმთავრესად აღწერს თვისობრივი იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანს, რომელიც თავისი უუნარობის, ამბივალენტური ფიქრებისა და არასწორი ქმედებების გამო, ვერ ხდება უზენაესი „კანონის“ გაგების ღირსი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ლიტერატურა:
Scholem G., - Walter Benjamin-die Geschichte einer Freundschaft. Verlag Suhrkamp. Berlin. 1975.
Nagel B., _ Kafka und die Weltliteratur. Zusammenhänge und Wechselwirkungen. Winkler Verlag. München.1983.
Beck E.T., _ Kafkas Durchbruch. Der Einfluss des jiddischen Theaters auf sein Schaffen. In: Basis, Jahrbuch für deutsche Gegenwartsliteratur 1. Suhrkamp Verlag. München. 1970.
Kafka Fr., _ Hochzeitsvorbereitungen. Auf dem Lande und andere Prosa aus dem Nachlass. Hrsg. M. Brod. Frankfurt/M. 1980.
Grözinger K.E. _ Judisches Denken, Theologie, Philisophie, Mystik. B. 2. Von der mittelalterlichen Kabbala zum Hasidismus. Campus Verlag. Frankfurt/M. 2005.