პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკის ზოგიერთი საკითხისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.14საკვანძო სიტყვები:
პოსტმოდერნიზმი, სიმულაკრა, დეკონსტრუქცია, ორმაგი კოდირება, ინტერტექსტუალობაანოტაცია
წინამდებარე წერილში განხილულია პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკის ზოგიერთი საკვანძო საკითხი. სტატიაში მიმოხილულია პოსტმოდერნიზმის, როგორც კულტურულ-ისტორიული ეპოქისა და მხატვრულ-ესთეტიკური პარადიგმის, წარმოშობის მიზეზები, პოსტმოდერნისტული ფილოსოფიისა და ესთეტიკის არსებითი მახასიათებლები და ამ ფონზე შესწავლილია პოსტმოდერნისტული რომანისათვის დამახასიათებელი ძირითადი პოეტოლოგიური კატეგორიები. XX საუკუნის მეორე ნახევარში - პოსტმოდერნიზმის ხანაში - იბადება რომანის ახალი ტიპი, ე.წ. პოსტმოდერნისტული რომანი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდება პოეტოლოგიური და იდეურ-მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ტრადიციული (განმანათლებლური, რეალისტური) და, მეორე მხრივ, არატრადიციული (რომანტიკული, მოდერნისტული) რომანის ტიპს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკის ისეთ თავისებურებებზე, როგორიცაა: დეკონსტრუქცია, ფრაგმენტულობა, დეკანონიზაცია, ირონია და თვითირონია, ჟანრების და ფორმების ჰიბრიდიზაცია, კარნავალურობა, პაროდიულობა, დეკონსტრუქცია, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი თამაშება, ორმაგი კოდირება, ავტორის სიკვდილი, რეალურისა და ფიქციურის/გამოგონილის კომბინირება, ინტერტექსტუალობა და სხვა. პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკისათვის ნიშანდობლივია აპრიორული ანტილოგოცენტრიზმი /ლოგოცენტრისტული პოზიციებისა და ლოგოცენტრისტულ ღირებულებათა დეკონსტრუქცია/დესტრუქცია, დეკონსტრუქტივისტული პათოსი, ონტოტექსტუალობა, არტისტული თამაშისადმი აპრიორული სწრაფვა, სიმულაკრულობა, ინტერტექსტუალობა, მეტაფიქციონალობა, ორმაგი (სამმაგი და ა. შ.) კოდირების პრინციპი, რიზომატულობა, კლასიკური ტექსტების პაროდირება, თხრობის/ნარაციის აბსოლუტიზება (თხრობა თხრობისათვის), ჟანრობრივი, სტილური და რიტორიკული პლურალიზმი, თხრობის პერსპექტივათა პლურალიზმი და თანაფარდობა, ტექსტის ყველა დონეზე (ლექსიკური, სინტაგმატური, პრაგმატული) აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მთლიანობის, ანუ მათი ერთმნიშვნელოვანი თანხვედრის რღვევა-დაშლა/დეკონსტრუქცია, გასართობი /ტრივიალური ლიტერატურისადმი მოჩვენებითი სწრაფვა და ტექსტის ფარგლებში გასართობ-მასობრივ და ინტელექტუალურ-ელიტარულ დისკურსთა თანაარსებობა, „ავტორის სიკვდილი“/ტრადიციული ავტორის „ლიკვიდაცია“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბრეგაძე, კონსტანტინე. ,,პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა“. წიგნში: კ. ბრეგაძე. მოდერნი და მოდერნიზმი. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2018: 229-253.
კობეშავიძე, თამარ. პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და ჯონ ფაულზის რომანები. ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა, 2017.
ქარუმიძე, ზურაბ. ,,პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი“. არილი, 2 ივლისი, 2010. http://arilimag.ge/ზურაბ-ქარუმიძე-პოსტსაბ-2/
ქარუმიძე, ზურაბ, კონსტანტინე ბრეგაძე, პაატა ჩხეიძე. ,,,,იწყება რღაც ახალი რხევები მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის“: მრგვალი მაგიდა“. ლიტერატურული გაზეთი, 24 თებერვალი - 9 მარტი, 2017: 10-13.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/199079/1/Literaturuli_Gazeti_2017_N4.pdf
წიფურია, ბელა. „პოსტმოდერნიზმი“. ლიტერატურის თეორია – XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006: 220-249.
ხარბედია, მალხაზ. ,,ჯონ ბარტი - 80“. არილი, 23 იანვარი, 2016.
ძნელაძე, სოფიკო. პოსტმოდერნისტული ტენდენციები თანამედროვე ქართულ რომანში. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2014.
Bakhtin, Mikhail. The Dialogic Imagination: Four Essays. Ed. Michael Holquist. Trans. Caryl Emerson and Michael Holquist. Austin: University of Texas Press, 1990.
Barth, John. “The literature of Replenishment”. Atlantic Monthly, January 1980.
Barthes, Roland. The Rustle of Language. Trans. Richard Howard. Oxford:Basil Blackwell, 1986.
Derrida, Jacques. Dissemination. Trans. Barbara Johnson. Chicago: University of Chicago Press, 1981.
Eco, Umberto. Porscript to the The Name of the Rose. New York: Harcourt, Brace and Jovanovich, 1984.
Kristeva, Julia. “Word, Dialogue and Novel”. Trans. A. Jardine, Th. Gora & L. S.Roudiez. In: Julia Kristeva. The Kristeva Reader. Ed. Toril Moi. NY: Columkbia University Press, 1986: 34-61.
Lyotard, Jean-Francois. The Postmodern Condition. Manchester University Press, 1984.
Nicol, Bran (ed.). Postmodernism and the Contemporary Novel. Edinburgh: Edinburgh University Press, 2002.
Schärf, Christian. Der Roman im 20. Jahrhundert. Stuttgart: Metzler, 2001