სტუმრის წარდგენის, მიმართვისა და სამადლობელი ფორმულების ზოგადი თავისებურებები ამერიკულ და ქართულ გასართობ თოქშოუებში

სტუმრის წარდგენის, მიმართვისა და სამადლობელი ფორმულების ზოგადი თავისებურებები ამერიკულ და ქართულ გასართობ თოქშოუებში

ავტორები

  • ნანა იობიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.06

საკვანძო სიტყვები:

გასართობი თოქშოუს გახსნა, მიმართვა გასართობ თოქშოუში, სამადლობელი ფორმულები ამერიკულ და ქართულ თოქშოუში

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი ეხება სტუმრის წარდგენის, მიმართვისა და სამადლობელი ფორმულების ზოგად თავისებურებებს ამერიკულ და ქართულ გასართობ თოქშოუებში.  კვლევა ეყრდნობა შეპირისპირებით-აღწერით მეთოდს. აღნიშნული თემა, საკმაოდ აქტუალურია, რადგანადაც დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში თოქშოუებს, კერძოდ კი, გასართობ თოქშოუებს ბევრი მაყურებელი ჰყავს. ამდენად, თანამედროვე მედიადისკურსში სატელევიზიო საუბრებს, თოქშოუს დიდი ადგილი უჭირავს. იგი საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. რეციპიენტს მიეწოდება ამა თუ იმ კულტურაში მისაღები, მისაბაძი და სავარაუდო აზროვნების სქემები. გადაცემის ეს ფორმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტელეეკრანებთან უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ საქართველოშიც ტელევიზიის მესვეურები სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენენ ამ ჟანრისადმი. ზეპირი კომუნიკაცია, დიალოგი, ინტერვიუ, მიმდინარეობს კონკრეტულ სიტუაციაში. ბუნებრივი საუბრები სულაც არ არის უინტერესო, პირიქით სწორედ ყოველდღიურ დიალოგში მჟღავნდება პირველად ენის განვითარების ტენდენციები, მისი დინამიკური და ექსპრესიული ბუნება, ყოფითი მხატვრულობა, სოციალურ-გეოგრაფიული ნაირფეროვნება. საუბარი, დიალოგური მეტყველება არის ,,ენა მოქმედებაში’’, ,,ცოცხალ სიტუაციებში’’, თავისი განუმეორებლობითა და ინდივიდუალიზმით [ზექალაშვილი 2012:13]. თოქშოუ ამერიკული და ევროპული სატელევიზიო სივრცის განუყოფელი მახასიათებელია. რა თქმა უნდა არც ქართული სატელევიზიო სივრცეა გამონაკლისი ამ კუთხით და ქართველი ტელემაყურებელიც განებივრებულია სხვადასხვა ტიპის თოქშოუებით. გასართობ თოქშოუებში ვხვდებით ბუნებრივ საუბრებს, ზოგიერთში არის თამაშები და სხვადასხვა აქტივობები, საუბრის სტილი უფრო ჰგავს ინტერვიუს. მასპინძელმა მოწვეულ სტუმარს უნდა დაუსვას კითხვები და გააგრძელოს საუბარი. გასართობი თოქშოუები ძირითადად ღამის ეთერში გადის, რადგან ისინი უმეტესად გათვლილია განტვირთვისათვის. ასე რომ, ისინი ადვილად ემატება ჩვენს რუტინას. აქ ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ უამრავი განსხვავებული ადამიანის საუბარს. მათი საუბრის მანერა ყოველთვის განსხვავებულია. ამერიკული და ქართული გასართობი თოქშოუების ანალიზის საფუძველზე გვსურს, დავადგინოთ, თუ რა ზოგადი სახის თავისებურებები იკვეთება სტუმრის წარდგენის, მიმართვისა და სამადლობელი ფორმულების კუთხით ამერიკულ და ქართულ გასართობ თოქშოუებში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბერიძე ლ., 2020. სამეტყველო ეტიკეტის თავისებურებები სატელევიზიო დისკურსში (ინგლისური და ქართული ენების მასალებზე დაყრდნობით) დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბათუმი.

ზექალაშვილი რ., 2012. ქართული დიალოგური მეტყველება (ძირითდი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური მახასიათებლები). გამომცემლობა ,,უნივერსალი’’ თბილისი.

Schegloff E. A., 1979. The Relevance of Repair to Syntax-for-Conversation. In T. Givon (Ed.), Syntax and Semantics 12: Discourse and Syntax (pp. 261-286). New York: Academic Press.

https://www.youtube.com/watch?v=PmZjaYdS3fA&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=28 (Jimmy Kimmel – 10/08/18)

https://www.youtube.com/watch?v=3T22qyiVeJc&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=26 (Ellen Degeneres – 15/09/21)

https://www.youtube.com/watch?v=vcqceN1zUcc&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=27 (Jimmy Fallon – 03/02/22)

https://www.youtube.com/watch?v=PmZjaYdS3fA&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=28 (Jimmy Kimmel – 10/08/18)

https://www.youtube.com/watch?v=Uv8Ss3yn0d0&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=19&t=12s (Jimmy Fallon – 17/05/22)

https://www.youtube.com/watch?v=udpSQIaSVDg&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=3 (Jimmy Fallon – 12/04/18)

https://www.youtube.com/watch?v=fazOd_SCi6c&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=21 (Ellen Degeneres – 11/11/21)

https://www.imedi.ge/ge/video/96525/momgeralisirbiladzeebistumradgamisshoushi#:~:text=%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%20%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%94E1%83%9E%%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98,03%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%2C%202022,-%2D%2022%3A12 (გიორგი გაბუნიას შოუ - 03/05/22)

https://www.youtube.com/watch?v=rfnfo0py6mo&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=30 (ურუსკესი show – 01/05/22)

https://www.youtube.com/watch?v=daMSd76PjLc&list=PL1BumPDD9CqbGv1wHCeqlz6-AYK-tbqy-&index=31 (მხოლოდ ლელასთან - 21/05/21)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-22

როგორ უნდა ციტირება

იობიშვილი ნ. (2022). სტუმრის წარდგენის, მიმართვისა და სამადლობელი ფორმულების ზოგადი თავისებურებები ამერიკულ და ქართულ გასართობ თოქშოუებში. ენა და კულტურა, (28). https://doi.org/10.52340/lac.2022.06

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...