„სახის“ როლი წარმატებულ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.04საკვანძო სიტყვები:
სახის ცნება, წარმატებული კომუნიკაციაანოტაცია
„სახის“ ცნების და როლის გააზრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებული კომუნიკაციის დამყარების პროცესში. წარმატებული კომუნიკაცია კი წარმატებული ურთიერთობების ჩამოყალიბების და მიზნის მიღწევის საწინდარია. ტერმინი „სახე“ „რეპუტაციის“, „კარგი სახელის“ მნიშვნელობით პირველად 1876 წელს იყო გამოყენებული ინგლისურ ენაში, როგორც ჩინური ტერმინის ΄diū liăn΄თარგმანი ფრაზაში „მზადებები, რომლის გამო ჩინეთმა სახე დაკარგა“ [ტომასი 1995:168]. იმ დროიდან „სახე“ ფართოდ გამოიყენება ისეთ ცნებებში, როგორებიცაა „სახის დაკარგვა“ (loosing face) და „სახის შენარჩუნება“ (saving face). პ. ბრაუნი და ს. ლევინსონი „სახეზე“ საუბრისას განიხილავენ „უარყოფით და დადებით სახეს“, რომელთაგან პირველი მეგობრობის და ჰარმონიის სტრატეგიას წარმოადგენს და გამოიხატება თითოეული ადამიანის სურვილში, იყოს დადებითად შეფასებული სხვა ადამიანების მიერ, მეორე კი გულისხმობს ადამიანის სურვილს, მისი მოქმედება არ იყოს შეზღუდული სხვა ადამიანების მხრიდან. მაგრამ, როგორც „დადებით“, ისე „უარყოფით სახეს“ შეიძლება საშიშროება შეექმნას, რის შედეგადაც საქმე გვაქვს „სახის შელახვის აქტებთან“ [ბრაუნი, ლევინსონი 1987:60]. ასევე აღსანიშნავია, რომ თავის თეორიაში პ. ბრაუნი და ს. ლევინსონი განიხილავენ თავაზიანობას, როგორც „დადებითს“ და „უარყოფითს“. „დადებითი თავაზიანობის“ სტრატეგიები მიმართულია მსმენელის „დადებითი სახისადმი“ და გამოხატავენ სოლიდარობას, ახლო მეგობრულ ურთიერთობას და არაოფიციალურობას, ხოლო „უარყოფითი თავაზიანობის“ სტრატეგიები მსმენელის „უარყოფითი სახისადმია“ მიმართული და გამოიხატება თავშეკავებულობით, ოფიციალურობით და დისტანციით. ამრიგად, სახის ცნების და მისი როლის გააზრებას წარმატებული კომუნიკაციისა და ურთიერთობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ლინგვისტური, არამედ ექსტრა ლინგვისტური თვალსაზრისითაც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბრაუნი, ლევინსონი 1987 – Brown P., Levinson S. C. (1987). Politeness – Some Universals in Language Usage. Cambridge: Cambridge University Press.
გოფმანი 1967 – Goffman E. (1967). Interaction Ritual: Essays on face-to face behavior. New York: Garden city.
დეილ კარნეგი 2017. წარმატების ენა . გამომცემლობა გეო. თბილისი
სკოლონი, სკოლონი 1997 – Scollon R. and Scollon S.W.(1997). Intercultural Communication. A Discourse approach. Blackwell.
ტომასი 1995 – Thomas J. (1995). Meaning in Interaction. An Introduction to Pragmatics. London and NewYork: Longman