ჩვენ შესახებ

   2009 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მანანა მიქაძემ და თამარ ლომთაძემ ჩამოაყალიბეს  სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი „Fond of developing humanitarian and pedagogical sciences”, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარებას, სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას; კავკასიური, სლავური, ევროპული და ამერიკის  ქვეყნების კულტურის, მეცნიერების, ტრადიციების, ლიტერატურის კვლევას და ურთიერთინტეგრაციას და კულტურათაშორისო დიალოგების ფორმირებას.  ამ მიზნით ევროპის 24 ქვეყნის 44 პროფესორი მოწვეულ იქნა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ენა და კულტურა“ სარედაქციო კოლეგიაში და 2009 წლიდან გამოიცემა ჟურნალი „ენა და კულტურა“. დღემდე გამოშვებულია 25 ნომერი, რომელშიც  დაიბეჭდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, და საზღვარგარეთის 53 ქვეყნის 197 პროფესორის სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც  შეფასებული იქნა სხვადასხვა ექსპერტების მიერ.  ჟურნალი თანდათან დაიხვეწა, იგი გახდა: ა) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „ივერიელის“ კოლექციის წევრი; ბ) ასახულია ქართულ რეფერატულ ჟურნალში www.techinformi.ge. გ) მიიღო DOI; დ) გაწევრიანდა Google shcolar-ის მონაცემთა ბაზაში; ე) ასევე ჟურნალმა მიიღო იმფაქტ ფაქტორის (იმფაქტ ფაქტორის ინდექსიკაცია, რაც საშუალებას იძლევა მეცნიერებმა  გაიკვლიონ გზა საერთაშორისო ასპარეზზე, გაიზარდონ ციტირების ინდექსი.: Impact Factor 2017 – 6.336

                              2018 – 6.096

                              2019 – 6.496

                              2020 – 6.029

                              2021 – 6.505

ასევე ფონდის ძალისხმევით შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც დააფუძნა და ჩაატარა 6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ენა და კულტურა“ (2 წელიწადში ერთხელ). კონფერენციას წილობრივად აფინანსებს თვითმართველი ქალაქ ქუთაისის მერია და საკრებულო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 540 და  მსოფლიოს 50 ქვეყნის 190 პროფესორს. ეს კონფერენცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

                                                                                    საბანკო რეკვიზიტები:

კლიენტის დასახელება 

    ააიპ ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი

საიდენტიფიკაციო კოდი

    212919430

ანგარიშის ნომერი, ვალუტა

   GE88VT0500000016863608 GEL USD EUR

ბანკის დასახელება

   ვი თი ბი ბანკი ჯორჯია ქუთაისის ფილიალი

ბანკის  კოდი

   UGEBGE22

Loading...