მეტსახელი, როგორც კოგნიტურ-დისკურსული და სოციოლინგვისტური ფენომენი ახალციხის მუნიციპალიტეტის მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.06საკვანძო სიტყვები:
ანთროპონიმი, მეტსახელი, მეტაფორა, მეტონიმია, სოციოლინგვისტიკა, კოგნიტური ლინგვისტიკაანოტაცია
წინამდებარე სტატია ეხება ახალციხის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მეტსახელების ანალიზს კოგნიტურ-დისკურსიული და სოციოლინგვისტურ ჭრილში. ნაშრომის მიზანია მეტსახელთა სტრუქტურული და სემანტიკური თავისებურებების გამო-ვლენა, აგრეთვე იმ კონცეპტუალური მექანიზმების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავს მათ წარმოქმნას.
ანალიზმა ცხადყო, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ანთროპონიმული სისტემე-ბის განხილვა, რომლებიც ე. წ. „ენობრივი სურათის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოად-გენს. კვლევაში ხაზგასმულია, რომ მეტსახელები მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალება არ არის; ისინი მდიდარია კონოტაციებით და ხშირად ასახავენ ინდივიდის სოციალურ სტატუსს, ეთნიკურ კუთვნილებას ან პიროვნულ თვისებებს. ამგვარად, მეტსახელები შეიძ-ლება ჩაითვალოს ექსტრალინგვისტურ ნიშნებადაც, რომლებიც ენობრივსა და სოციალურ რეალობას შორის ქმნის ხიდს.
ნაშრომში ხაზგასმულია, რომ მეტსახელი ქართულ სინამდვილეში ღრმად ფესვგ-ადგმული და მრავალფუნქციური ფენომენია, რომელიც ასახავს კულტურული იუმორის, შემოქმედებისა და სოციალური დინამიკის ასპექტებს. შერქმეული სახელები ხშირად ოფიციალურ სახელებად გვევლინებიან ან გვარებში დასტურდება, რაც მათ ისტორიულ-ლინგვისტურ მნიშვნელობას ზრდის.
ახალციხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლინგვისტური მრავალფეროვნებით (ქართული, სომხური და ნაწილობრივ თურქული გავლენები), რაც მეტსახელების ფორმირებას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. სამიზნე მასალაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მეტსახელთა წარმოქმნაში წამყვან როლს ორი ძირითადი კოგნიტური მექანიზმი თამაშობს: მეტაფორა და მეტონიმია, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტსახელები არა მხოლოდ ენობრივი, არამედ აზროვნებითი პროცესების პროდუქტიცაა. მიუხედავად ლოკალური თავისებურებებისა (სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი ნიშნები), მათი სტრუქტურა მაინც თავსებადია საერთო ქართველური ფორმათწარმოების მოდელებთან, რაც მიუთითებს ერთიან სისტემურ საფუძველზე.
საბოლოოდ, ნაშრომი აერთიანებს კოგნიტურ, სოციოლინგვისტურ და კულტუროლოგიურ პერსპექტივებს და ნათლად აჩვენებს, რომ მეტსახელთა კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს როგორც ენის, ისე საზოგადოების შესახებ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ღლონტი, ა.- ქართველური საკუთარი სახელები : ანთროპონიმთა ლექსიკონი. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1967.
ჯორბენაძე, ბ. - ონომასტიკური გულანი. თბილისი. 1993.
Суперанская, В. Н. - Общая теория имени собственного. Москва: Наука. 1973.
Croft, W. - Typology and Universals. 2nd ed. Cambridge: Cambridge University Press. 2002.
Dijk, T. A. van -Discourse as Social Interaction. London: Sage. 1997.
Lakoff, G., Johnson, M. - Metaphors We Live By. Chicago: University of Chicago Press. 1980.
Thomason, S. G. - Language Contact: An Introduction. Edinburgh: Edinburgh University Press. 2001.




