იტალიურ-ქართული ლიტერატურული დიალოგის პრობლემები

იტალიურ-ქართული ლიტერატურული დიალოგის პრობლემები

ავტორები

  • მაია ტურაბელიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.05

საკვანძო სიტყვები:

ლიტერატურული თარგმანი, სტილისტური მრავალფეროვნება, ტექსტის რიტმულობა, ინტერტექსტუალური მინიშნებები, კულტურული რეალიების გადმოტანა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია თარგმანი როგორც კულტურულ-სემიოტიკური პროცესი, რომელიც სცილდება მხოლოდ ლინგვისტურ გადატანას და ქმნის დიალოგს ორ განსხვავებულ კულტურას შორის. იტალიურ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორია შუა საუკუნეებიდან დღემდე სხვადასხვა ფორმით ვითარდებოდა: რელიგიურ-საეკლესიო კონტაქტებიდან, ჰუმანიზმისა და აღორძინების ეპოქის ირიბი გავლენებით დაწყებული, XIX საუკუნის ეროვნული მოძრაობების პარალელებით გაგრძელებული და საბჭოთა პერიოდით დასრულებული, როდესაც თარგმნა იდეოლოგიურად კონტროლდებოდა. დამოუკიდებლობის შემდეგ კი ურთიერთობები უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები თარგმანის ხარისხისა ეროვნული კოლორიტის გადმოცემისას.

ავტორი გამოყოფს ლიტერატურული თარგმნის მთავარ სირთულეებს: სტილისტური მრავალფეროვნების, ტექსტის რიტმულობის, ინტერტექსტუალური მინიშნებებისა და კულტურული რეალიების გადმოტანის პრობლემას. განსაკუთრებულად რთულია იტალიური ფრაზეოლოგიის, სოციალური კოდებისა და ირონიის ადეკვატური გადმოცემა ქართულში. წარმატებული თარგმნის წინაპირობად სახელდება ტექსტლინგვისტური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ჟანრს, სტილს, დისკურსს და ემოციურ ნიუანსებს.

პირადი გამოცდილებიდან ავტორი აღწერს იტალიელი მწერლების ბრანკატის, კალვინოს, მარაინის, ბუცატის, ამანიტის თარგმნისას გამოვლენილ სირთულეებსა და შესაბამის სტრატეგიეაყალიბებს, აყალიბებს რეკომენდაციას - ინტერდისციპლინარულითარგმნელობითი ლაბორატორიების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ წარმატებულ კულტურათა დიალოგს ადამიანებისაკავშირების მიზნით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bassnett Susan, „Translation Studies. 4th ed“, London, Routledge, 2013.

Jakobson Roman, “On Linguistic Aspects of Translation”, „On Translation, edited by Reuben Brower, Harvard University Press, 1959, pp. 232–239.

Venuti Lawrence, „The Translator’s Invisibility: A History of Translation“. London, Routledge, 1995.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...