ავტორთათვის

მოთხოვნები დასაბეჭდად წარმოსადგენი სტატიისათვის

სტატიის გაფორმება და თანამიმდევრობა:

  1. სტატიის სამეცნიერო მიმართულება/დარგი;
  2. ერთი ინტერვალის გამოტოვებით შემდეგ სტრიქონზე სათაური (bold) შრიფტის ზომა14;
  3. ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი (bold) შრიფტის ზომა14;
  4. სამუშაო ადგილი (ორგანიზაციის დასახელება და ავტორის (ავტორების) სამეცნიერო ხარისხი/ თანამდებობა), ზომა 12; ელ.ფოსტა
  5. სტატიის დასაწყისში აბსტრაქტი იმ  ენაზე, რომელ ენაზეცაა  შესრულებული სტატია, ხოლო აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე სავალდებულოა სტატიის ბოლოში;  განმარტება იხილეთ  მე-9 პუნქტში);

აბსტრაქტი(abstract) უნდა იყოს:

აბსტრაქტი (abstract) უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს არსს და გასაგები იყოს მკითხველისათვის  პუბლიკაციის წაკითხვის გარეშეც;  არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში.

აბსტრაქტის (abstract) ტექსტი უნდა იყოს ლაკონური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით.

  1. აბსტრაქტის შემდეგ საკვანძო სიტყვები (5-7 სიტყვა) სტატიის ენაზე;
  2. ტექსტი/მსჯელობა. ნაშრომის მოცულობა 4-9 გვერდი ფორმულების, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით;

              რუსული  – Times New Roman, ზომა 14

              ინგლისური/ლათინური  -Times New Roman,ზომა 12

  1. სტატიის შემდეგ დამოწმებული/გამოყენებული ლიტერატურის სია: ზომა ანბანზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:

მაგალითად: შანიძე, ა. (1953). ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I მონოგრაფია. თბილისი: თსუ გამომცემლობა.

მაგალითად: რამიშვილი,ვ. (1947).  ენის სიწმინდისათვის. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 4: 25-45.

  1. ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებულ ნაშრომებს, დამოწმებული ლიტერატურის ჩამონათვალის შემდეგ, დაერთოს აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (გაფორმებული შემდეგი წესით: სტატიის სამეცნიერო მიმართულება/დარგი; სათაური ინგლისურ ენაზე; ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი; სამუშაო ადგილი; ინგლისურ ენაზე; აბსტრაქტის მოცულობა (200-250 სიტყვა); სულ ბოლოს სატატიის 5-7 საკვანძო სიტყვა ინგლისურ ენაზე.

გამოქვეყნების პირობები:

 სტატიები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

 ქართულენოვანი  - shorenawigna@mail.ru

ინგლისურენოვანი - shorenawigna@mail.ru

რუსულენოვანი - iashiukashvili@yandex.ru

Loading...