ერთი ინტერვალის გამოტოვებით შემდეგ სტრიქონზე სათაური (bold) შრიფტის ზომა14;
ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი (bold) შრიფტის ზომა14;
სამუშაო ადგილი (ორგანიზაციის დასახელება და ავტორის (ავტორების) სამეცნიერო ხარისხი/ თანამდებობა), ზომა 12; ელ.ფოსტა
სტატიის დასაწყისში აბსტრაქტი იმ ენაზე, რომელ ენაზეცაა შესრულებული სტატია, ხოლო აბსტრაქტიინგლისურ ენაზე სავალდებულოა სტატიის ბოლოში; განმარტება იხილეთ მე-9 პუნქტში);
აბსტრაქტი(abstract) უნდა იყოს:
ინფორმაციული (არ შეიცავდეს ზოგად ფრაზებს);
შინაარსიანი (ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს);
სტრუქტურირებული (მისდევდეს სტატიის ლოგიკას - შესავალი, მიზანი, ამოცანები, მეთოდებიან მეთოდოლოგია,შედეგები, შედეგების გამოყენების სფერო, დასკვნა);
დაწერილი უნდა იყოს ხარისხიანი ქართული/ინგლისური/რუსული ენით
კომპაქტური (შეიცავდეს 200-დან 250 სიტყვამდე).
აბსტრაქტი (abstract) უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს არსს და გასაგები იყოს მკითხველისათვის პუბლიკაციის წაკითხვის გარეშეც; არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში.
აბსტრაქტის (abstract) ტექსტი უნდა იყოს ლაკონური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით.
აბსტრაქტის შემდეგ საკვანძო სიტყვები (5-7 სიტყვა) სტატიის ენაზე;
ტექსტი/მსჯელობა. ნაშრომის მოცულობა 4-9 გვერდი ფორმულების, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით;
სტატია დაბეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის ქაღალდზე ტექსტურ რედაქტორ word-ში
სტრიქონებს შორის ინტერვალი -1 (Single)
აბზაცი - 1 სმ
გვერდითი არეები: 20 მმ. (File, Page Setup, Margins)
ზედა და ქვედა არეები: 20-20 მმ.
ფონტი: ქართული ტექსტი - სილფაინი, ზომა 12
რუსული – Times New Roman, ზომა 14
ინგლისური/ლათინური -Times New Roman,ზომა 12
ბრჭყალები ქართულ და ინგლისურ/ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“), რუსულ ტექსტში («»)
ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-)
სტატიის შემდეგ დამოწმებული/გამოყენებული ლიტერატურის სია: ზომა ანბანზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
წიგნის ციტირების დროს: გვარი, ინიციალი (გამოცემის წელი). დასახელება. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.
მაგალითად: შანიძე, ა. (1953). ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I მონოგრაფია. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
სტატიის ციტირების დროს: გვარი, ინიციალი. (გამოცემის წელი). სტატიის სათაური. ჟურნალის დასახელება, ჟურნალის ნომერი: სტატიის პირველი და ბოლო გვერდი.
მაგალითად: რამიშვილი,ვ. (1947). ენის სიწმინდისათვის. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 4: 25-45.
ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებულ ნაშრომებს, დამოწმებული ლიტერატურის ჩამონათვალის შემდეგ, დაერთოს აბსტრაქტიინგლისურ ენაზე (გაფორმებული შემდეგი წესით: სტატიის სამეცნიერო მიმართულება/დარგი; სათაური ინგლისურ ენაზე; ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი; სამუშაო ადგილი; ინგლისურ ენაზე; აბსტრაქტის მოცულობა (200-250 სიტყვა); სულ ბოლოს სატატიის 5-7 საკვანძო სიტყვა ინგლისურ ენაზე.
გამოქვეყნების პირობები:
ერთიავტორისაგანორზემეტისტატიაარმიიღება;
ერთსტატიაშიდასაშვებიაარაუმეტესოთხიავტორისა;
მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება;
სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული;