ნეოპატრიმონიალიზმი და პარტიული კლიენტელიზმი
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.457საკვანძო სიტყვები:
პარტიული სისტემა, ნეოპატრიმონიალიზმი, კლიენტელიზმი, კლიენტურ-პატრონაჟული ქსელი, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციები, სახელისუფლებო პარტიაანოტაცია
სტატიაში განხილულია პოსტსაბჭოთა სივრცეზე პარტიული სისტემების ფორმირების თავისებურებები. პროცესების სპეციფიკის გასაგებად აქცენტი კეთდება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების განვითარების ინვერსიულ ლოგიკაზე, რომლის საბაზო თავისებურებებიც შეიძლება პატრიმონიალიზმის ცნებით აიხსნას. მოცემული კონტექსტით განხილულია პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირების თავისებურებები, მათი ძირითადი ამოცანები, აგრეთვე აღწერილია „ხელისუფლების პარტიის“ შექმნის ლოგიკა. სტატიაში განხილულია „სახელისუფლებო პარტიის“ ცნების საკვანძო კრიტერიუმები, როგორც არჩევნებზე მისი თანმიმდევრულად და სტაბილურად გამარჯვების უნარი, ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობა, ასევე საკადრო კონტროლი მთავრობაზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო პარტია პრივილეგირებულ იდეოლოგიურ ველს იკავებს და კონკურენტებთან შედარებით ამომრჩევლისადმი აპელირების უფრო ფართო შესაძლებლობა აქვს. ამავდროულად პარტიის დომინანტურობა არა მხოლოდ გარეგნულად ვლინდება (ხელისუფლებაში ყოფნით), არამედ შინაგანადაც - ეფექტიანი პოლიტიკური არჩევანის განხორციელების უნარით. გააანალიზებულია დომინანტური პარტიის სისტემის მდგრადობის ფაქტორები: მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის უპირატესობების ეფექტიანად გამოყენების უნარი; მდგრადი კავშირები ყველაზე შეძლებულ სოციალურ ჯგუფებთან და უმსხვილეს კორპორაციებთან, პრივილეგირებულ ეთნიკურ ან ენობრივ სოციალურ ჯგუფებთან; მედია-რესურსებისადმი ხელისუფლების პარტიის პრივილეგირებული წვდომა. ეს ფაქტორები არადომინანტურ (პოლიცენტრულ) პოლიტიკურ სისტემებშიც ვლინდებიან. მაგრამ, სახელისუფლებო პარტიების სისტემებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ისინი მოქმედებენ ერთობლიობაში, აძლევენ რა ხელისუფლების პარტიას კუმულაციური ეფექტის ხარჯზე მრავალშრიან დაცვას. ცალკე ყურადღება ეთმობა კლიენტელისტური პოლიტიკის ფენომენს, პატრონაჟს, რომელსაც სახელისუფლებო პარტია აქტიურად იყენებს პოლიტიკური მობილიზაციის სტრატეგიის სახით. ამავდროულად, თუ კლიენტელიზმის მიერ შეტანილი დისკრიმინაცია ინტენსივობის ისეთ დონეს აღწევს, რომელიც კლიენტებს არჩევანის უფლებას ართმევს, ის უკვე დემოკრატიის ნორმებს აღარ შეესაბამება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კიკაბიძე კ. პატრონ–კლიენტელიზმი არჩევნებს არჩევნებამდე იგებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/24419172.html [19.03.2019]
კლიენტელიზმი. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი (2004). [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, - 351გვ. (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4664 [19.03.2019]
კუჭუხიძე ვ. ნეპოტიზმიდან კლიენტელიზმამდე. http://netgazeti.ge/opinion/17174/ [19.03.2019]
ჯონსი ს. (2012). საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
Banfield E. (1958). The Moral Basis to Backward Society, Clencoe. Ill: Freee Press,
Jowitt K, (1992). The New World Disorder: The Leninist Extinction, Berkeley: University of California Press,
Kuzio T. (2001). Transition in Post-Communist States: Triple or Quadruple? - Politics. Vol.21. N.3. P.171.
Karklins R, (2005). The System Made Me Do It: Corruption in Post-Communist Societies. Armonk, New York: M.E. Sharpe.
Stefes, C. H. (2006). Understanding Post-Soviet Transitions: Corruption, Collusion and Clientelism. Palgrave Macmillan