კონცეპტ „ხის“ ლინგვისტურ-პარადიგმული ასპექტები

კონცეპტ „ხის“ ლინგვისტურ-პარადიგმული ასპექტები

ავტორები

  • თოდუა მირანდა
  • ქეცბაია ნონა

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.450

საკვანძო სიტყვები:

ჰიმნოგრაფია, ხის სიმბოლიკა, სიცოცხლის ხე, სიმბოლიკა, კულტი

ანოტაცია

ხე  ზოგადი სახელია მრავალწლიანი მცენარეებისა. ძველ ქართულში  ხის აღმნიშვნელად გვხვდება ძელი, რომელიც საერთოქართველური ლექსიკური ერთეულია. ხე ხშირად გამოიყენება  რთული ფუძის  შემადგენელ  ნაწილად და  გადატანით სხვა  მნიშვნელობასაც იძენს.  ხე ძალიან  საინტერესოა სიმბოლური თვალსაზრისით. მისი სიმბოლო გვხვდება როგორც ქრისტიანულ, ისე წარმართულ სამყაროშიც. საქართველოში ხეთა თაყვანისცემის კვალი ჩანს როგორც ზეპირ გადმოცემებში, ზღაპრებსა თუ ხალხურ ლექს-სიმღერებში, ისე ტოპონიმებსა და  ნივთიერი კულტურის ძეგლებში. ხის სიმბოლოს ვარიანტები  მრავალია. ყოველი ტიპი   ავლენს საკრალური ხის სიმბოლიზმის სხვადასხვა ასპექტს. ხის კულტს გარკვეული ადგილი ეთმობა ქრისტიანული რელიგიის ისტორიულ განვითარებაში. ქრისტიანულ აზროვნებაში სიცოცხლის მარადიულობაც ხეს უკავშირდება. ის  მეტაფორაა სამყაროს შექმნისა. სასულიერო პოეზიაში ,,ცნობადის ხე“ და ,,სიცოცხლის ხე“ ორივე ქრისტეს გულისხმობს. საინტერესოა  ძელის სიმბოლიკაც, რომელსაც უკავშირდება მაცხოვრის ტანჯვა-წამება. მას ,,ძელი ცხოვრებისა“ ეწოდება, რითაც ხაზგასმულია ჯვრის ცხოველმყოფელი ძალა, რომელმაც კურთხევის მადლი მოჰფინა წუთისოფელს. ცალკე გამოიყოფა   ხის  ნაყოფის სიმბოლიკაც. რომელიც ბიბლიასა და სასულიერო მწერლობაში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

თოდუა მირანდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქეცბაია ნონა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

აბაკელია ნ , (1997). სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბილისი.

ბარდაველიძე ვ, (1968). სიცოცხლისა და სიუხვის ხე ქართველთა სარწმუნოებაში, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ. XIV, თბილისი.

გამსახურდია ზ, (1987), „თამარიანი“ და „ვეფხისტყაოსანი“, „მაცნე“,#4.

დიღმელაშვილი ქ, (2010). ქრისტიანული სიმბოლიკა პირველ-მეოთხე სს. საქართველოში, თბილისი.

ლომაია ვ, (1926),ხის კულტისათვის საქართველოში, საქართველოს მუზეუმის მოამბე, III, თბილისი.

ნემესიოს ემესელი, (1914) ბუნებისათÂს კაცისა, ს. გორგაძის გამოცემა, ტფილისი.

სახოკია თ, (1979). ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, “მერანი”, თბილისი.

ფენრიხი ჰ, სარჯველაძე ზ, (2000), ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილიუსი.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1950-1964). (8 ტომად), არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, თბილისი.

ღუდუშაური თ, (1996). ხის კულტის საკითხისათვის კავკასიის ხალხებში (გერმანელი მოგზაურის კ. ჰანის მასალების მიხედვით), ივ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თბილისი.

ხაჩიძე ლ,ი. (1987), მინჩხის პოეზია,თბილისი.

ძველ-ქართული სასულიერო პოეზია, (1913), ტფილისი.

Xavier Leon-Dufour, (1983). Dictionary of the New Testament,

Бардавелидзе В. (1957)., древнейшие религиозные верования и обрядово-графическое искуство грузинских племен, Тб.,

. Пресиддер, Д. (1999).Словарь символов, пер. с англ. С. Палько, М.,

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23

როგორ უნდა ციტირება

Loading...